ბიძინას აღიზიანებდა, რომ ფაქტობრივად, რაც კარგი კეთდებოდა ქვეყანაში, ამის წყარო უკვე ივანიშვილი კი არ იყო, ღარიბაშვილი გახდა, ანუ ჩინურმა ივანიშვილმა ჩაანაცვლა ორიგინალი ივანიშვილი,- ამის შესახებ პოლიტოლოგმა,გია ხუხაშვილმა განაცხადა.
„საერთოდ, ბიძინა ივანიშვილი ძალიან ეჭვიანობს ამერიკელებთან ნებისმიერ ურთიერთობაზე, ნებისმიერი ადამიანის მხრიდან მის ორბიტაზე, რაც მისი კონტროლის მიღმა შეიძლება ხდებოდეს და გარკვეულწილად ეს აღიზიანებს. ჩემზეც ეჭვიანობდა, ჩემთან ოფისში ამერიკის ელჩი რომ მოდიოდა ხოლმე, ისტერიკებს მიწყობდა მეორე დღეს. საერთოდ ბიძინაზე ხომ ლოცულობს ყველა და ღარიბაშვილმა ჯეკ სალივანზე ლოცვა რომ დაიწყო, თუ გახსოვთ, გაგიჟდა ეს კაცი, იეჭვიანა. გარდა ამისა ბიძინას აღიზიანებდა, რომ ფაქტობრივად, რაც კარგი კეთდებოდა ქვეყანაში, ამის წყარო უკვე ივანიშვილი კი არ იყო, ღარიბაშვილი გახდა, ანუ ჩინურმა ივანიშვილმა ჩაანაცვლა ორიგინალი ივანიშვილი და გაღიზიანდა ბიძინა”,- განაცხადა გია ხუხაშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში.