სპორტული, დახვეწილი და დინამიური – სტილის, სიძლიერისა და კომფორტის ვირტუოზული კომბინაცია ერთ ავტომობილში – ეს “მაზერატი გიბლია”, 2022 წლის გამოშვება. 410 ცხენის ძალით, რომელიც 0-დან 100 კმ-მდე აჩქარებას, 4 წამში ახერხებს. ფუფუნებისთვის შექმნილ, მაზერატის ამ მოდელს საათში, 284 კილომეტრის განვითარება შეუძლია.
ნაცრისფერი “მაზერატი ღიბლი”, 8 სიჩქარიანი გადაცემათა კოლოფით, ახლა საბურთალოზე, ონიაშვილის 1 ნომერში, საცხოვრებელი კორპუსის ავტოფარეხში დგას.
300 ათას ლარიანი, მდიდრული “მაზერატი ღიბლი”, საბურთალოს ცენტრში, 3 კვირის წინ, გამოჩნდა. ავტომობილი მაშინვე გაფორმდა, ჯერ კიდევ პრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილის სიძის სახელზე.
ეს ძვირადღირებული საჩუქარი, ირაკლი ღარიბაშვილს, თანამდებობაზე ყოფნის ბოლო დღეებში, ნავთობის ბიზნესში ჩართულმა პირებმა, ე.წ. მენავთობეებმა უსახსოვრეს. ალექსანდრე დოლიძის ანუ პრემიერის დის ქმრის სახელზე კი, “მაზერატი ღიბლი”, მხოლოდ გადამალვის მიზნით გაფორმდა.
საცხოვრებელ კორპუსში, რომლის ავტოსადგომზეც, პრემიერის საჩუქარი დგას, ირაკლი ღარიბაშვილის და, სიძე, ცოლისდა და მისი ქმარი ცხოვრობენ.
გამომძიებელ ჟურნალისტთა ოფისში ჩატარებული მოკვლევის შედეგად, ჯერ კიდევ 2 წლის წინ დადგინდა, რომ ამ კორპუსში არსებული, ორი 4 ოთახიანი ბინაც, დეველოპერმა ვასილ ბოლაშვილმა, ქვეყნის პრემიერ-მინისტრს, საკუთარი ბიზნესის ლობირებისთვის აჩუქა.
ჟვანიას მოედანზე, ჯამში 264 კვადრატული მეტრი უძრავი ქონება და “მაზერატი ღიბლი”, მხოლოდ ამ მისამართზე ნაპოვნი საჩუქრებია და ზღვაში წვეთია იმ დოვლათთან შედარებით, რომლის დაგროვებაც, მეორედ მოსულმა პრემიერმა, მეორედ წასვლამდე შეძლო.
ირაკლი ღარიბაშვილის მშობლიური ეზო და კარ-მიდამო 10 წლის წინ მოკრძალებულად გამოიყურებოდა – წითელი აგურით მოპირკეთებულ მამაპაპისეულ სახლში დაიბადა და გაიზარდა ქვეყნის ორჯერ გაპრემიერებული ღარიბაშვილი.
რით მოვიდა თანამდებობაზე და რა მიაქვს, პოსტიდან წასვლის შემდეგ, კორუფციაში არაერთხელ ეჭვმიტანილ ირაკლი ღარიბაშვილს?!
- 18 კარატიანი ოქროთი დაფარული, შვეიცარიული მაჯის საათი, რომელიც 300 ათასი ღირს, ღარიბაშვილმა, პრემიერად მოსვლის შემდეგ, ხელზე მალევე მოირგო. “ალპატეკ ფილიპის”ბრენდის გარდა, მის მაჯაზე, ჯამში 8 ძვირადღირებული საათი დავთვალეთ, მათ შორის “ბრეგეც”, ალიგატორის ტყავის სამაჯურით.
გაპრემიერებიდან მალევე, ღარიბაშვილებმა წითელი აგურის მამაპაპისეული სახლი სრულად გაათეთრა – ალბათ იმისთვის, რომ მალევე აშენებულ თეთრი მარმარილოს სასახლის გვერდით, ღირსეულად გამოჩენილიყო.
ტარიელ ღარიბაშვილმა 2014 წლიდან მოყოლებული, სულ ხმაური იყო, მან 4-ჯერ მოასწრო გაფართოება, მეზობლების კარ-მიდამოები გამოისყიდა, მათი სახლები დაანგრია, ყველა საკუთარ ეზოს მიუერთა, რომ თითქმის ქუჩის ნახევარი მისი საკუთრება გამხდარიყო.
- როდესაც პრემიერი გახდა, საგვარეულო მამულში ერთი წითელი აგურის სახლი იდგა და სახლის უკან ბოსტანი იყო. ახლა, ღარიბაშვილის პრემიერობის პერიოდში კი საგვარეულო მამულების მასშტაბი ისე გაიზარდა, რომ ფართობით საქართველოს კათალიკოს პატრიარქის რეზიდენციასაც გადაუსწრო.
- ღარიბაშვილებმა შეისყიდეს და დაანგრიეს 4 მეზობლის სახლი, გაფართოებულ ადგილ-მამულებს ბეტონის ღობე შემოავლეს და გალავნის იქით, რამდენიმე შენობა-ნაგებობა ჩადგეს. მათ შორის გამორჩეულია ეს თეთრი სასახლე აუზით, სანადიმო დარბაზი, კიდევ 2 დამხმარე ნაგებობა და ავტოფარეხი, რომელშიც ძვირადღირებული ლენდ კრუიზერის გარდა, კიდევ რამდენიმე ავტომობილი დგას. ეზოს მასშტაბი იმდენად დიდია, რომ მის შემოვლას ფეხით ვერ ახერხებენ, ამიტომ ფარეხში სპეციალური მინი ავტომობილებიც დგანან, რომელთა საშუალებითაც დამხმარე პერსონალი, ღარიბაშვილების მამულში გადაადგილდება.
ღარიბაშვილმა პრემიერად გახდომის დღეს გახსნილ ყულაბაში, წასვლისას, საკმაოდ ბევრი აქტივი დაუგროვდა.
ყველაზე თვალსაჩინო დაგროვილ დოვლათში, ეს ზამთრის სასახლეა ბაკურიანში, რომელიც ჯერ ააშენა, შემდეგ კი ეზოდ ტყეც მიიერთა.
- ღარიბაშვილი, ბიძინა ივანიშვილის შემდეგ საქართველოს ერთადერთი პრემიერია, რომელიც პოსტიდან, საკუთარი ტყით მიდის. ტყით, რომელიც მისმა დაქვემდებარებაში არსებულმა უწყებამ, ნახევარი საუკუნით გადასცა.
უმუშევარი ნუნუკა თამაზაშვილის სახელზე გაფორმებულ ზამთრის სასახლესთან ახლოს, პრემიერის პენსიონერმა სიდედრმაც, მიწის ნაკვეთი შეიძინა. რაც ჯამში ნიშნავს იმას, რომ სამივე ფერით მოხაზული მიწის ფართობები, ძვირადღირებულ კურორტზე, მთლიანად ღარიბაშვილის ოჯახს ეკუთვნის.
- პენსიონერმა სიდედრმა, მაია პაპიაშვილმა შეიძინა ოფიციალურად, 440 კვადრატული მეტრი პენტჰაუზი საბაზრო ღირებულებით მილიონ 300 ათას ლარი, თბილისის ცენტრშიც, ალექსიძის 1 ნომერში. სესხის გარეშე განხორციელებულმა ამ ნასყიდობამაც, გააჩინა საფუძვლიანი ვარაუდი, რომ ყველა ამ უძრავი ქონების უკან, რეალურად ირაკლი ღარიბაშვილი დგას.
პრემიერის ცოლის ოჯახის უძრავი ქონების, ბოლო შენაძენი შავი ზღვის სანაპიროზეა – ჩაქვში, დრიმლენდ ოაზისის კომპლექსში 107 კვადრატული აპარტამენტი ექსპრემიერის ცოლისძმის, ლექსო თამაზაშვილის სახელზეა გაფორმებული. ლექსო თამაზაშვილს საკუთარი კომპანია ურეგისტრირდება, თუმცა მისგანვე ვიცით, რომ ,,ვაინ კახეთი’’ ამ დრომდე წაგებაზე მუშაობს.
შვილის პრემიერობის პერიოდში გახდა ტარიელ ღარიბაშვილი ბიზნესმენი და მილიონერიც. ჯერ, ჰესების ბიზნესში შევიდა და კომპანია “ნახიდურ ჰესის” მეწილეებს შორის, უჩა მამაცაშვილის გვერდით გამოჩნდა. მოგვიანებით ღვინის ბიზნესი დაიწყო და კომპანია “ქართული ფესვები” იყიდა. დღეს მთელი ეს იმპერია, სწორედ პრემიერის მამას ეკუთვნის.
ქარხანა, მიწები, საწყობები – ეს ყველაფერი არ არის. პრემიერობის მონაპოვარია შატოც – ფრანგული ჯიშის ვენახებით, ხილით, არყისა და ღვინის სახდელი ცისტერნებით, მოჩუქურთმებული აივნებით, თონეებით და მუხის მასიური ტიხრებით. ტარიელ ღარიბაშვილმა შვილის გაპრემიერების შემდეგ შეიძინა – ჯამში 27 494 კვადრატული მიწა.
ტარიელ ღარიბაშვილს დიდი ფული არასდროს ჰქონია. მისი სახელი კომპანიებსა და ქონების რეესტრში, მხოლოდ ქართული ოცნებისა და მისი შვილის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ გაჩნდა. ახლა კი ცდილობენ დაგვარწმუნონ, რომ ეს ძვირადღირებული ავტომობილი მან იყიდა, რომ პრემიერ შვილს, ყოველწლიურად 150 და 180 ათასებს ის ურიცხავს და რომ აერო ტაქსად გადაქცეული სამთავრობო თვითმფრინავიც, პენსიონერმა ტარიელ ღარიბაშვილმა დაიქირავა. თუმცა ამ დრომდე არ არსებობს არცერთი მტკიცებულება, რომელიც ამას დაადასტურებს.
ასევე უცნობია, რა სახსრებით გადაიხადა პრემიერმა გადადგომამდე, შვილის სწავლის საფასური პენსილვანიის უნივერსიტეტში, სადაც გადასახადი 72 დან 100 ათას დოლარამდე მერყეობს.
ირაკლი ღარიბაშვილს შემოსავალზე მეტი ყოველთვის გასავალი ჰქონდა. დათვლილია, რომ პრემიერის ხელფასი მხოლოდ “ქართუ ბანკის” ვალის გადასახდელადაც არ იყო საკმარისი, რომელიც 360 ათასი ლარის ღირებულების 2 ავტომობილის შეძენის გამო აიღო და ამ დრომდე არ დაუფარავს.
ეს ისაა, რასაც დეკლარაციაში ვკითხულობთ. თუმცა ირაკლი ღარიბაშვილის შავ ფულზე საფუძვლიანი ეჭვები ჯერ კიდევ მაშინ გაჩნდა, როცა ის შინაგან საქმეთა და თავდაცვის მინისტრების, მოგვიანებით კი მთავრობის მეთაურის სავარძლებში იჯდა. პრემიერს ბრალს მხოლოდ კორუფციაში არ სდებდნენ.
არსებობს ნეპოტიზმის მთელი სქემა, როგორ დასაქმდნენ პრემიერის და მისი ცოლის ოჯახის წევრები საჯარო სამსახურში.
- თეა ღარიბაშვილი – ირაკლი ღარიბაშვილის და (დასაქმებულია მუნიციპალური განვითარების ფონდში)
- ალექსანდრე დოლიძე – ირაკლი ღარიბაშვილის დის ქმარი (დასაქმებულია გაზისა და ნავთობის კორპორაციაში)
- ნათია თამაზაშვილი – ნუნუკა თამაზაშვილის და (დასაქმებულია შინაგან საქმეთა სამინისტროში, ერთ-ერთი სამმართველოს უფროსაც
- ლევან სამაკაშვილი – ნუნუ თამაზაშვილის დის ქმარი (დაწინაურდა სასამართლოში)
- ნუგზარ პაპიაშვილი – ექსპრემიერის ცოლის ბიძა (დედოფლისწყაროს საკრებულოს თავმჯდომარე 2014 წლიდან)
- თამარ თამაზაშვილი – ირაკლი ღარიაშვლის ცოლის მამიდა – დედოფლისწყაროს მერიის საქალაქო სამსახურის უფროსი 2014 წლიდან
- ნიკოლოზ ჯანიაშვილი – ნუნუკა თამაზაშვილის ბავშვობის მეგობარი (დედოფლისწყაროს მერი)
ტვ პირველი