“ომი რუსეთმა უკრაინის ფრონტზე დაიწყო, მაგრამ მისი სამიზნე არ არის მხოლოდ ჩვენი სახელმწიფო, მხოლოდ ჩვენი დამოუკიდებლობა. ამიტომ მნიშვნელოვანია თავისუფალი სამყაროს მაქსიმალური კონსოლიდაცია. უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, შესაძლებელი და შეუძლებელიც, რომ უკრაინამ რუსეთი დაამარცხოს, მოსკოვს სხვა არაფერი ესმის.
ვაგრძელებთ მუშაობას ჩვენს პარტნიორებთან ახალ სანქციებზე და რუსული სანქციების თავიდან აცილების სქემების დაბლოკვაზე. აქტიურად ვმუშაობთ რუსული აქტივების კონფისკაციაზე, რომლებიც სხვადასხვა იურისდიქციებშია”
თქვა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დღის ბოლოს გავრცელებულ ტრადიციულ ვიდეომიმართვაში.