“ჩემი დიპლომატიური კარიერა თბილისიდან დაიწყო, გასული საუკუნის ბოლოს. საქართველოში – გაეროს მისიის წარმომადგენელი ვიყავი, მახსოვს მაშინდელი თბილისი, ერთი სიტყვა მესმოდა ყველაზე მეტად – “დენი მოვა?”
ასე იხსენებს საქართველოს. ამჟამად უკრაინის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი სერბეთში-ვოლოდიმირ ტოლჩაკი,
ქართველ ემიგრანტებთან საუბარში მან საქართველოში მისი მუშაობის პერიოდიც გაიხსენა და აღნიშნა, რომ საქართველომ, იმ დროიდან მოყოლებული, ევროსტრუქტურებთან დაახლოების გზაზე კოლოსალური სამუშაო გასწია.
ვოლოდიმირ ტოლჩაკი საქართველოს შემდეგ უკრაინის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იყო ერაყში, მოგვიანებით ქუვეიტში, ამჯამად კი უკრაინის სახელმწიფოს სერბეთში წარმოადგენს.
ტოლჩაკი ქართველი ემიგრანტების ნაწილს გუშინ, სამოქალაქო პლატფორმა “თაობები ქვეყნისათვის” და “ხმა ემიგრაციიდან” ორგანიზებით შეხვდა და მათ რამდენიმე საათის განმავლობაში უკრაინაში მიმდინარე პროცესებზე ესაუბრა.
ბატონმა ელჩმა პასუხი გასცა ქართველი ემიგრანტების კითხვებს
შეხვედრა საათზე მეტ ხანს გაგრძელდა, ემიგრაციის წარმომადგენლების ძირითადი დაინტერესება ევროკავშირთან უკრაინა-საქართველო-მოლდოვას დაახლოების გზაზე არსებული ვითარება, შესაძლო პრობლემები და ამ პროცესის მიმდინარეობის დეტალები აინტერესებდათ,
შეხვედრა სოციალურ ქსელების მეშვეობით შედგა და მისი ორგანიზატორები-როგორც ავღნიშნეთ -იყვნენ სხვადასხვა ემიგრანტული მოძრაობები და პლატფორმები, მათ შორის პლატფორმა “თაობები ქვეყნისათვის” და მოძრაობა “ხმა ემიგრაციიდან”
პლატფორმა “თაობები ქვეყნისათვის” ძირითადი მიზანი მომავალ საპარლამენტო არჩევნებისათვის რაც შეიძლება მეტი ემიგრაციაში მყოფი საქართველოს მოქალაქის მონაწილეობაა, ამისათვის მათ დაიწყეს კამპანია უცხოეთში მყოფი ქართველების ხმის უფლების მოპოვების მიზნით – საკონსულოებში რეგისტრაციისათვის.
პლატფორმა პერიოდულად ემიგრანტებს აძლევს შესაძლებლობას შეხვდეს და ესაუბროს ქართველ და უცხოელ დიპლომატებს, პოლიტიკოსებსა და სამოქალაქო მოძრაობების წარმომადგენლებს-– ძირითად პოლიტიკურ აქტორებსა და საქართველოში მოქმედ არასამთავრობო ორგანიზაციების ლიდერებს.
ამ პლატფორმის ფარგლებში ემიგრანტები შეხვდნენ ნიკა გვარამიას, ანა ნაცვლიშვილს “ლელო”, “საიას” წარმომადგენლებს, გიორგი ვაშაძეს, მოლდოვას სამოქალაქო მოძრაობის ერთ ერთ ლიდერს, ქალბატონ კორნელია კოზონაცს, მოლდოვას პრეზიდენტის, მაია სანდუს გუნდიდან -სულ ბოლო შეხვედრა ემიგრანტებმა – ელენე ხოშტარიასა “დროა” და ზურაბ ჯაფარიძესთან “გირჩი მეტი თავისუფლება” თან გამართეს.