“მიხეილ სააკაშვილი დისკრიმინაციულ მდგომარეობაშია – სხვა პატიმრებს უწევთ პატიმრობის ვადის საკანში მოხდა, ის 2-ოთახიან პალატაშია… მე დავითრგუნებოდი ამით”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერობის კანდიდატი ირაკლი კობახიძე პარლამენტში, ოპოზიციის კითხვებზე პასუხის გაცემისას საუბრობს.
”მე მინდა შეგახსენოთ, რომ ბატონი მიხეილ სააკაშვილი არ არის ციხეშიც კი. ის არის კლინიკაში, 2-ოთახიან პალატაში. შეიძლება ადამიანი დაითრგუნოს იმით, რომ არის დისკრიმინაციულ მდგომარეობაში სხვა პატიმრებთან შედარებით. სხვა პატიმრებს უწევთ საკანში პატიმრობის ვადის მოხდა, მიხეილ სააკაშვილი არის 2-ოთახიან პალატაში ყოველგვარი დასაბუთების გარეშე. მე დავითრგუნებოდი ამით, მორალური შეხედულებიდან გამომდინარე. არ ვიცი, რამდენად ითრგუნება ამით მიხეილ სააკაშვილი” – თქვა კობახიძემ.