უამინდობით გამოწვეული ტრაგედიები არ არის ბოლო სიურპრიზი, რომელსაც ბუნება გვთავაზობს. მეტეოროლოგებმა დღეს გაავრცელეს ცნობა, რომ საქართველოს “ზევსი” უახლოვდება – ეს ანტიციკლონია, რომელიც მთელ ქვეყანაში მომდევნო დღეებში ტემპერატურის უჩვეულო მატებას გამოიწვევს. აფრიკაში წარმოქმნილმა ანტიციკლონმა უკვე მოიარა სამხრეთ ევროპა და ახლა ჩვენ გვიახლოვდება. მეცნიერები ამბობენ, რომ თბილი ამინდი თებერვალში არ არის გამონაკლისი, მაგრამ “ზევსი” ტემპერატურას განსაკუთრებულ ნიშნულამდე აწევს.