დაკავებულია 80 წლის მამაკაცი, რომელსაც ბრალად გაუპატიურება ედება. საქმე ეხება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირზე სექსუალური ძალადობის ფაქტს. ცნობილია, რომ მამაკაცი და დაზარალებული ქალი მეზობლები იყვნენ. ძალადობის ფაქტს ახლომდებარე მაღაზიის თანამშრმლები შეესწრნენ, რომლებაც პოლიციაში დარეკეს.
მათ მიერ მიცემული ჩვენების მიხედვით, ბრალდებულმა, რომელიც ტაქსის მძღოლად მუშაობდა, 31 წლის ქალი მანქანაში ჩაისვა, რის შემდეგაც მასზე იძალადა. შემთხვევა ქობულეთში 7 თებერვალს მოხდა.
მამაკაცს ბრალი უკვე წაუყენეს და ახლა ის სასამართლო ვერდიქტის მოლოდინშია. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში კი 80 წლის კაცს 13 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
უფრო მეტს ქობულეთსი მომხდარი დანაშაულის შესახებ გუგა არჩვაძე გვეტყვის .