საქართველოს თასი თბილისიდან ოზურგეთში – ოზურგეთის ფეხბურთელთა გუნდის ისტორიდან

ოზურგეთის(მახარაძის) ფეხბურთელათა გუნდის ისტორიდან!
საქართველოს თასი თბილისიდან მახარაძეში.
1959 წ.6 სექტემბერი . თბილისი “დინამოს “ სტადიონი
საქართველოს თასის ფინალი
თბილისის “ტ.ტ.ს.-ს”( ტრამვაი-ტროლეიბუსების სამართველო)- მახარაძის “კოლმეურნე”
მსაჯი: კარლო ყრუაშვილი
ჩვენი რაიონის გუნდის შემადგენლობა: პავლე ჟორდანია,ჰამლეტ დოლიძე,რეზო სალუქვაძე,რეზო ღლონტი,გალორდი ზურაბაშვილი,ანზორ სიამაშვილი,ანზორ ვახრამოვი,რეზო ხომერიკი,ბიძინა ტაბიძე,ავთანდილ ნინუა,სოსო დუმბაძე,
სათადარიგო :იური ურუშაძე,გივი სიმონიშვილი,თამაზ სალუქვაძე,იოსებ ქადეიშვილი, თამაზ ჩხარტიშვილი.
მთ.მწვრთნელი :კაკო ხურციძე, გუნდის უფროსი კოტე გოგატაძე
პირველ წარმატებას მახარაძელმა ფეხბურთელებმა მიაღწიეს, ოცდამეთხუტმეტე წუთზე რეზო ხომერიკმა ისარგებლა რა მეტოქე გუნდის მცველების დაბნეულობით გასნა ანგარიში 1-0 მახარაძელთა სასარგებლოდ,ასე დამთავრდა პირველი ნახევარი.
თბილისელები აგრე იოლად არ აპირებდნენ თასის დათმობას,მეორე ნახევრის დაწყებისთანავე გათანაბრეს ანგარიში 1-1
ძნელია ყველაფრის დაწვრილებით აღწერა.უფრო ძნელია იმ მდგომარეობის გადმოცემა,რასაც მაყურებლები განიცდიდნენ. გადიოდა დრო, თამაში დასასრულს უახლოვდებოდა და ვერც ერთი გუნდი ანგარიშს ვერ ზრდიდა.
დამატებით ოცდაათმა წუთმა ვერ გამოავლია გამარჯვებული.
თბილისელბი არ თმობდნენ თასს,ხოლო მახარაძელებსაც არ უნდოდათ სასურველი ჯილდოს ხელიდან გაშვება.მერე დღეს 7 სექტემბერს დაინიშნა განმეორებითი შეხვედრა.
მეორე დღეს უფრო მეტი მაურებელი მოაწყდა სტადიონს,ნუთუ დღესაც ვერ გამოვლინდება გამარჯვებული? ეს ფიქრი აწუხებდა თვითეულ მათგანს,მაგრამ მთავარი რასაც მაყურებელი მოელოდა ეს იყო მძაფრი მომენტებით აღსავსე თამაში.
თბილისელებმა მთელი მონდომებით დაიწყეს თამაში რამდენიმე ლამაზი კომბინაცია გაითამაშეს რომელთაგან ერთ-ერთი მახარაძელთა კარის აღებით დამთავრდა 1-0 თბილისელთა სასარგებლოდ.
ამ გოლს თითქოს უნდა დაებნია”კოლმეურნეს” ფეხბურთელები.მაგრამ მათ სწორედ აქ გამოავლინეს ფიზიკური და ტექნიკური მომზადება,ნებისყოფა და გამარჯვებისადმი სწრაფვა,იცოდნენ, რომ იმ წუთებში ათასობით მახარაძელი გულშემატკივარი რადიომიმღებებს უჯდა და დაძაბული ელოდა მატჩის საბოლაო შედეგს.
რეზო სალუქვაძის მიერ შორი მანძილიდან დახლოებით 38-40 მეტრიდან გატანილ ბურთს მაყურებელთა ტაშის გრიალი შეხვდა
ამის შემდეგ ინიციატივა მთლიანად მახარაძელებმა ჩაიგდეს ხელში,თამაშის დამთავრებამდე ორნახევარი წუთით ადრე თამაზ ჩხარტიშვილმა უძლიერესად დარტყა კარში ,ბურთი მოხვდა ძელს, უკან დაბრუნდა, იქვე გაჩდა ავთანდილ ნინუა და მეორე ბურთი გაახვია თბილისელთა კარის ბადეში, მაყურებლები დიდხანს დიდხანს,ხანგრძლივი ოვაციებით აჯილდოებდნენ “კოლმეურნის” ფეხბურთელებს,რომლებმაც თავიანთი ენერგიული,ლამაზი თამაშით მაყურებელთა სიმპატია და სიყვარული დაიმსახურეს.
არ შევჩერდებით თვითეული მოთამაშის დახასიათებაზე,ყველამ მონდმებით ითამაშა,მაგრამ კარგთა შორის მაინც ბრწყინავდა ვეტერანი რეზო სალუქვაძე,უნდა აღინიშნოს აგრეთვე მეკარე პავლე ჟორდანია,რომელმაც თავგანწირვით ითამაშა და ბევრჯერ იხსნა კარები აშკარა გოლისაგან.
თამაშის დამთავრების შემდეგ შედგა თასის გადაცემის საზეიმო ცერემონიალი, რესპუბლიკური საბჭოს თავჯდომარემ ილო ბოჭორიძემ საქართველოს სსრ თასი მაყურებელთა ტაშის გრიალში გადასცა “კოლმეურნეს” გუნდის კაპიტანს რეზო სალუქვაძეს
წყარო გაზეთი ლენინის დროშა 1959 წ.
P.S. ამ ისტორიული გამარჯვებიდან გავიდა 65 წელი, ღმერთმა აცხონოს და განათლოს მათი სულები ვინც დღეს არ არიან.
ჯამრთელობა და კარგად ყოფნა პავლე ჟორდანიას და იოსებ(ქუცუნია) ქადეიშვილს
სიცოცხლეში გვიყვარდეს სიცოცხლეში დავაფასოთ ჩვენი ლეგენდა ფეხბურთელები!
მოამზადა ხარიტონ ჩხატარაშვილმა
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share