თუ სალომე ზურაბიშვილს რეალურად აწუხებს საქართველოს ბედი და მომავალი, ის „სადღეგრძელოებიდან საქმეზე უნდა გადავიდეს – – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დიმიტრი შაშკინმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში “360 გრადუსი“ განაცხადაშაშკინის თქმით, მიხეილ სააკაშვილი არის „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი, ის არის ადამიანი, რომელმაც შექმნა თანამედროვე სახელმწიფო, თანამედროვე საქართველო.
„ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი იმისათვის, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი შეუერთდეს ამ პოლიტიკურ პროცესს. სააკაშვილი თავისი ავტორიტეტით, წონით, გამოცდილებით, შეძლებს ბევრი ადამიანის გაერთიანებას, რომელთათვის პოლიტიკურ პარტიული ცხოვრება არის უცხო, თუმცა მზად არიან იბრძოლონ „ქართული ოცნების“ და ბიძინა ივანიშვილის საქართველოდან მოსაშორებლად“,- განაცხადა შაშკინმა.
ამასთან, შაშკინის თქმით, თუ საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს რეალურად აწუხებს საქართველოს ბედი და მომავალი, ის „სადღეგრძელოებიდან საქმეზე უნდა გადავიდეს“.
მისივე თქმით, ძალიან მალე იქნება არჩევნები და უსაფუძვლო დისკუსიებისთვის დრო არ არის – „ მოვიდა მოქმედების დრო“.
„სალომე ზურაბიშვილს დღესვე შეუძლია ხელი მოაწეროს და უზრუნველყოს სამართლიანი არჩევნები, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მიხეილ სააკაშვილი იყოს თავისუფალი. ჯერჯერობით მე პირადად ვხედავ მხოლოდ სადღეგრძელოებს. დღეს სააკაშვილმაც განაცხადა, რომ ლაპარაკის და დისკუსიების დრო დასრულდა. ძალიან მალე იქნება არჩევნები და ჩვენ არ გვაქვს უსაფუძვლო დისკუსიებისთვის დრო, მოვიდა მოქმედების დრო. თუ ზურაბიშვილს რეალურად აწუხებს საქართველოს ბედი და მომავალი, ის სადღეგრძელოებიდან საქმეზე უნდა გადავიდეს.
მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების საკითხი არის ბიძინა ივანიშვილის ხელში, იმიტომ რომ სააკაშვილი არის ივანიშვილის ტყვე და რუსეთის ჯაშუშის მიერ ეს საქმეები არის შეთითხნილი. თუმცა მეორე გასაღები აქვს სალომე ზურაბიშვილს. სალომე ზურაბიშვილს და ბიძინა ივანიშვილის ხელშია გამოუშვან სააკაშვილი“,- განაცხადა შაშკინმა.