საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის შეფი ნეპოტიზმშია ბრალდებული. სისტემიდან გამოტანილი ინფორმაციით, თემურ მღებრიშვილმა მეგობრები ნათესავები და ოჯახის წევრები, მის სამსახურში ან სხვა ძალოვან უწყებაში დაასაქმა.
საგანგებო სიტუაციების სამსახურის უფროსი ცოლი ნანა ფეიქრიშვილი სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში კავშირგაბმულობის სააგენტოს უფროსის თანამდებობაზეა დასაქმებული.
მღებრიშვილი შვილი – სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განსაკუთრებულ საქმეთა გამომძიებლად, თუმცა ბევრად უფრო ვრცელია იმ ადამიანები, რომელიც შაბათის გუნდმა თემურ მღებრიშვილის უწყებიდან მოიპოვა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნის რძლის და – შორენა ბაგლაია
დედის ნათესავი – რუსუდან კასრაძე
მეგობარი – დავით კუჭაშვილი
მეგობარი ესტატე ბარაბაძე
მეგობრის ცოლი – მანანა ნარიმანიშვილი
შვილი ძმაკაცი – ზურაბ დუმბაძე
ყოფილი მძღოლი ბექა დაუდაშვლი
მძღოლის ცოლი – შორენა ალადაშვილი
ყველანი, საგანგებო სიტუაციების სამსახურში არიან დასაქმებულები.
რა დამსახურებისთვის მიიღო ქვეყნის პირველმა მაშველმა საგანგებო სიტუაციების სამსახურში მათი დასაქმების გადაწყვეტილება.
თემურ მღებრიშვილი საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის , ვახტანგ გომელაურის სანდო კადრია. ის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობაზე 2019 წელს მას შემდეგ დანიშნეს, რაც ირაკლი ღარიბაშვილმა გიორგი მღებრიშვილი თანამდებობიდან გაათავისუფლა. მას და გომელაურს წლების მეგობრობა, ჯერ კიდევ სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში მუშაობიდან აკავშირებთ.
ქართული ოცნების ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან მღებრიშვილი მაღალ თანამდებობებზე მუშაობდა. უსაფრთხოების სამსახურში მუშაობს მისი შვილი, ძალოვან უწყებაში, სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურშია დასაქმებული მღებრიშვილის ცოლიც.
ტვ პირველი