უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება რუსეთის პრეზიდენტის ინტერვიუს ეხმაურება, რომელიც კრემლის ლიდერმა ამერიკელ ჟურნალისტს, ტაკერ კარლსონს მისცა.
კულება ამბობს, რომ მსოფლიომ ვლადიმერ პუტინის “გიჟური პროპაგანდა” არ უნდა ავრცელოს. კულებას თქმით, პუტინის ინტერვიუ გავრცელდა ხარკივზე თავდასხმამდე, ზუსტად 1 დღით ადრე – თავდასხმის დროს კი 7 ადამიანი დაიღუპა.
“რუსებმა ცოცხლად დაწვეს შშმ პირი და მისი ცოლი, ასევე 5-სულიანი ოჯახი: ახალგაზრდა მშობლები და მათი 3 შვილი. პუტინის ინტერვიუ 2024 წელს – ეს იგივეა, რაც 1944 წელს ჰიტლერს სიტყვა მისცე. ის უნდა დავამარცხოთ და არა დავეხმაროთ სისხლიანი ტყუილის გავრცელებაში”, – თქვა კულებამ.