მოიდანახის ძველი საფლავები

ოზურგეთის მოიდანახის სასაფლაოს ძველ ნაწილში მიმოფანტულია ძველი საფლავების ნაშთები. აქვე არის 1877-78 წლების რუსეთ თურქეთის ომში დაღუპული ოფიცრების რამდენიმე საფლავი, რომელიც ქართულ მე-19 საკუნის და მე-20 საუკუნის დასაწყისის საფლავებთან შედარებით აშკარად უფრო მოვლილია. როგორც ცნობილია რუსეთ-თურქეთის ომში დაღუპული ოფიცრები დასაფლავებული იქნენ ოზურგეთის ცენტში სადაც იმავე წლებში აშენდა რუსული სამხედრო ეკლესია. არსებული ცნობების მიხედვით 1911 წელს იქვე დასაფლავებული იქნა ფილიმონ ქორიძეც.
.
სავარაუდოდ 1924 წელს ოზურგეთის სამხედრო ეკლესია (სობორო) დაშალეს და ასევე სავარაუდოდ საფლავები ან მათი ნაწილი გადაიტანეს მოიდანახის სასაფლაოზე, რასაც ადასტურებს მოიდანახის რუსი ოფიცრების საფალავები და ასევე გაზეთ კომუნისტის 1926 წლის პუბლიკაცია, რომლის მიხედვითაც ფილიმონ ქორიძე მოიდანახის სასაფლაოზე იყო დასაფლავებული. ამავე ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ საფლავი მოუვლელია და სტატიის ავტორი საფლავზე ძეგლის ან თუნდაც ქვის დადებას ითხოვდა, ფილიმონ ქორიძის საფლავი დღეს დაკარგულად ითვლება.
.
ფილიმონ ქორიძე საქართველოს ეკლესიის წმიდა სინოდმა, 2011 წლის 20 დეკემბერს წმინდანად შერაცხა – წმიდა ფილიმონ მგალობელი, ერისათვის თავდადებული.
.
კარგი იქნება თუ ოზურგეთის თვითმმართველობა და ეკლესია მიდანახის სასაფლაოზე მიმოფანტულ უპატრონო საფლავებზეც იზრუნებს, შეისწავლის და შესაბამის ადგილს მიუჩენს, მათი რაოდენებიდან გამომდინარე ეს არც ისე ძნელის საქმე არ უნდა იყოს.
მოამზადა კახა ჩავლეშვილმა
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share