“დასახლებული პუნქტების 20% სტიქიურად მაღალი რისკის ზონაშია”, – ამის შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიის დეპარტამენტის ბიულეტენშია საუბარი, რომელშიც 2022 წლის პერიოდის შედეგებსა და 2023 წლის პროგნოზებზეა საუბარი.
როგორც BNP წერს, დოკუმენტის მიხედვით, დასახლებების 24% საშუალო რისკის ზონაშია, 19% დაბალი რისკის, ხოლო 37% ძლიერ დაბალი რისკის ზონაში.
ბიულეტენში ასევე აღწერილია 2010-2022 წლებში მომხდარი მეწყრული პროცესების რაოდენობა.
დიაგრამის მიხედვით, 2022 წელს საქართველოს მთელს ტერიტორიაზე 1 120 მეწყრული პროცესი დაფიქსირდა, ეს მაშინ როდესაც, 2010 წელს მხოლოდ 250 იყო.