ალა პუგაჩოვა მოსკოვში დაბრუნდა, რათა გარდაცვლილ მეგობარს, დიზაინერ ვალენტინ იუდაშკინს დამშვიდობებოდა. შავ ტანსაცმელში ჩაცმული პრიმადონა დიზაინერის გამოსამშვიდობებელ ცერემონიაზე გამოჩნდა, სადაც ვლადიმერ პუტინის პრესმდივანს დიმიტრი პესკოვს შეხვდა.
რუსების დიდი ნაწილი აღშფოთდა იმის ნახვით, რომ პესკოვმა მომღერალს ხელზე აკოცა და უთხრა, რომ ძალიან გაუხარდა მისი ნახვა. ამ ფაქტს კრემლის პროპაგანდისტი მარგარიტა სიმონიანიც გამოეხმაურა. მან თქვა, რომ არ მოითმენს, თუ პრიმადონას “უკან არ წაიღებენ”.
მას შემდეგ, რაც ალა პუგაჩოვამ და მაქსიმ გალკინმა აგრესორი ქვეყნის ტერიტორია დატოვეს, კრემლის ერთ-ერთმა მთავარმა პროპაგანდისტმა ალას კრიტიკა დაიწყო.მან თქვა, რომ გალკინი სავარაუდოდ ჰომოსექსუალი იყო და პუგაჩოვასთან ქორწინება კარიერის კიბეზე ასვლისა და არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის დამალვის მცდელობისთვის დასჭირდა.
ambebi.ge