რეფორმატორი დავით მიროტაძე წერს:
“რა განსაზღვრავს ადამიანის რაობას – სიკარგესა და სიცუდეს?!
ბევრი გზააბნეული ფილოსოფოსი და მათი მიმდევრები, ყველა დროში ცდილობდა ეჭვი შეეტანა კარგი და ცუდი ადამიანის განსაზღვრის საკითხში.
სინამდვილეში კი ყველაფერი ძალიან მარტივია:
ადამიანის სიკარგესა და სიცუდეს განსაზღვრავს განვლილი გზა მიზნამდე. თუ რამდენად ზნეობრივი, მორალური და ღირსეულია გზა, რომელსაც გაივლის.
ყველა ადამიანს აქვს ცხოვრებაში გარკვეული მიზანი და ყველა ირჩევს გარკვეულ გზას ინდივიდუალურ გზას ამ მიზანთან მისასვლელად.
მიუხედავად იმისა, რომ არსებობს მანკიერი, უზნეო პრაქტიკა ადამიანთა ბუნებაში – “გამარჯვებულებს არ ასამართლებენ”, სწორედ გამარჯვებამდე განვლილი გზაა ის, რაც ადამიანს ხდის ან კარგ ან ცუდ ადამიანად.
ასეა ყველგან, ყველა დროში, ყველა ხალხში და ყველა სფეროში. მათ შორის ცხადია პოლიტიკაშიც.
თითქოს პოლიტიკის განუყოფელ ნაწილად ასახელებენ მიდგომას “მიზანი ამართლებს საშუალებას”, თუმცა ეს პოლიტიკაშიც და ყველა სხვა ცხოვრების სფეროში არის უზნეო, ამორალური, უღირსი გზა!
პოლიტიკოსს, მხოლოდ ზნეობრივად, მორალურად გამართლებული გზა აქცევს ზნეობრივ ადამიანად და პირიქით!
პოლიტიკოსი, რომელიც გზას გამარჯვევისკენ გაივლის არაზნეობრივი ქცევით, ის ვერასდროს გახდება ღირსეული ხელისუფალი, რომელსაც შეუძლია ქვეყანას და ხალხს მოუტანოს სიკეთე და კეთილდღეობა!
ნებისმიერ საქმეში და მათ შორის პოლიტიკაშიც გამართლებულია მხოლოდ ზნეობრიობაზე, მორალზე, ღირსებაზე დამყარებული ღირებულებებით მოქმედება!”-წერს დავით მმიროტაძე.