ვასილ სიხარულიძე – ოზურგეთის რაიკომის მდივანი 1942-1950 წლებში, რამდენადაც ვიცი ქალაქ ოზურგეთის განაშენიანების მხრივ ძალიან დიდი შრომა აქვს გაწეული – ქუჩები, ტროტუარები, შენობები, ბაღები, ტრანსპორტი და ა.შ. როგორც ამბობენ ქალაქის სახე ოზურგეთმა სწორედ ამ კაცის ღვაწლის შედეგად მიიღო. სახე რომლის დამახინჯება დიწყო გასული საუკუნის 80-იანი წლებში გენიჩესკთან მეგობრობის საიუბილეოდ ქალაქის კეთილმოსაწყობად გამოყოფილი 12 მილიონი მანეთის ე.წ. ათვისებით და ეს ტენდენცია დღემდე გრძელდება, საუბედუროდ რაც მეტი ფული გამოიყოფა ქალაქის კეთილმოწყობისათვის მით უფრო მეტად კარგავს ოზურგეთი თავის სახეს.
მოამზადა კახა ჩავლეშვილმა