“რეალურად ხდება ხელისუფლების მიტაცება ამ ეტაპიდან, ხელისუფლების უზურპაცია მარტო არჩევნების ან სხდომის ოქმების გადაკეთებით კი არ ხდება, ხელისულების უზურპაცია ხდება მაშინ, როცა მთელი პოლიტიკური სივრცე დახურულია და ოცნება ითვისებს პოლიტიკურ ინსტიტუციებს,“ – ამ განცხადებას „რეაქციაში“ ნიკა გვარამია აკეთებს და საარჩევნო კოდექსში შეტანილ ცვლილებებს ეხმაურება.
ნიკა გვარამიას შეფასებით, ოცნება ივანიშვილის დირექტივებით მოქმედებს და ცესკოს თავმჯდომარის არჩევის წესის ცვლილებაც ამის დასტურია. გვარამიას თქმით, ამის ფონზე უკვე მნიშვნელობა არ აქვს, რას ეტყვის ევროპელ ლიდერებს ბრიუსელში ჩასული ირაკლი კობახიძე.
”მნიშვნელობა არ აქვს გზავნილები რა აქვს პრემიერმინისტრ კობახიძეს, მთავარია, რას გააკეთებს ქართული ოცნება. ქართულმა ოცნებამ ჩააგდო ვენეციის კომისიის შენიშვნები და მიიღო კანონი, რომელიც არის ავტორიტარული საარჩევნო კანონი, რომელიც ერთ პოლიტიკურ პარტიას აძლევს სრულ შესაძლებლობას, აკონტროლოს არჩევნები. რა მნიშვნელობა აქვს, ბორელთან შეხვედრის მერე რას იტყვის კობახიძე, ან მიშელთან შეხვედრის მერე რას იტყვის, ეს ხომ არის მთავარი განაცხადი ოცნების მიერ… ამ არჩევნებს არავინ მისცემს ლეგიტიმაციას, როგორც არ უნდა ჩაიაროს არჩევნების დღემ, ამის იმედი ნუ ექნება ოცნებას,“ – ამბობს ნიკა გვარამია.