რაც არ უნდა ამნისტიის კანონი მივიღოთ, ოლიგარქის გარეშე სააკაშვილის გათავისუფლება არ მოხდება,“ – ამ განცხადებას „რეაქციაში“ რეჟისორი, გიორგი სავანელი აკეთებს.
რეჟისორის თქმით, ივანიშვილის თანხმობის გარეშე სააკაშვილს ამნისტია არ შეეხება.
სავანელის შეფასებით, ამნისტიის კანონპროექტი „წინასაარჩევნო თამაშია“.
სავანელისთვის მიუღებელია ასევე ის, რომ ამნისტია შეეხოს სახელმწიფო მოხელეებს.
”სამწუხაროდ, იმის გამო, რომ გვაქვს ოლიგარქის სასამართლო, რაც არ უნდა ამნისტიის კანონი მივიღოთ, ოლიგარქის გარეშე სააკაშვილის გათავისუფლება არ მოხდება. მას არავის და ვერავინ შეიწყალებს, ამ კაცს, ამ ანტი-არსებას აქვს სამწუხაროდ, იმხელა ბერკეტები, რომ მის გარეშე არ მოხდება. როგორი ამნისტიაც არ უნდა მივიღოთ, იქ ზის გველეშაპი სოლოლაკზე, რომელიც გადაწყვეტს, მოიფიქრებს რაიმე ისეთს, რომ სააკაშვილი დატოვოს ციხეში. თუ აწყობს ოლიგარქს, ისედაც გამოუშვებს ამნისტიის გარეშე, თუ არ აწყობს, ამნისტიითაც არ გამოუშვებს,” – ამბობს სავანელი.