მოვუწოდებ საქართველოს მთავრობას, გაათავისუფლოს მიხეილ სააკაშვილი, – ეს განცხადება ესტონეთის ყოფილმა პრეზიდენტმა ევროპარლამენტში კონფერენციაზე განაცხადა.
”ჩემი დღევანდელი გამოსვლა ეძღვნება მიხეილ სააკაშვილს, რომელიც ახლა იმყოფება საქართველოს ციხეში, ჩემი ყოფილი კოლეგა არის საშინელ ფორმაში. დარწმუნებული ვარ, ყველამ ნახეთ ამ ადამიანის სურათები, მოვუწოდებ საქართველოს მთავრობას, რომ გაათავისუფლოს სააკაშვილი, რათა უმკურნალონ სათანადოდ, ევროკავშირის ქვეყნებში.
ვარდების რევოლუციის შემდეგ, მიხეილ სააკაშვილმა გაატარა მნიშვნელოვანი პოლიტიკური და ეკონომიკური რეფორმები. მნიშვნელოვნად შემცირდა კორუფცია, პოლიციაში, რომელსაც ძველად უწოდებდნენ მილიციას. ეს იყო პერიოდი როდესაც რუსეთი, განუწყვეტლივ ცდილობდა საქართველოს პროვოცირებას დაბომბვით და სხვადასხვა საფრთხეებით.
2008 წლის ბუქარესტის სამიტზე, პოლონეთის პრეზიდენტს, ლეხ კაჩინსკის უნდოდა საქართველოსთვის და უკრაინისთვის შეეთავაზებინა საგზაო რუკა ევროკავშირში წევრობისთვის. ითქვა, რომ საქართველო და უკრაინა ერთად გახდებოდნენ წევრი ქვეყნები, ამ მომენტში ვიფიქრე, რომ ეს იყო მწვანე შუქი რუსეთისთვის, რომ დასავლეთი ფეხზე არ დადგებოდა და რუსეთი გააკეთებდა ყველაფერს რასაც მოისურვებდა.
8 აგვისტოს რუსეთმა განახორციელა კონტრშეტევა და დაიპყრო საქართველო. შემდეგ დილას, პრეზიდენტმა ლეხ კაჩინსკიმ დამირეკა, ჩვენ დავაორგანიზეთ დეკლარაცია და მოვუწოდებდით ევროკავშირს და ნატოს, რომ წინ გადაედგათ ნაბიჯი. ჩვენ ვთქვით, რომ ვწუხდით, რომ არ მივეცით საქართველოს და უკრაინას მაპი და ეს იყო მწვანე შუქი რუსეთისთვის შემოჭრილიყო საქართველოში და ეს იყო, ლაკმუსის ტესტი, ევროკავშირის და ნატოს ქმედითუნარიანობაზე, რათა გადაეჭრათ კონფლიქტი, მათ სამეზობლოში. ამ განცხადებას პასუხი არ მოჰყოლია” – განაცხადა ელვისმა.