ოზურგეთის საკრებულოს დეპუტატი, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ადგილობრივი ლიდერი, დავით მჟავანაძე, მუნერალური რესურსების სააგანტოს სასამართლოში უჩივის.
როგორც მჟავანაძემ “გურიის მოამბეს” უთხრა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ, წარმოებაში მიიღო ადმინისტრაციული საჩივარი, მდინარე ნაატანებზე ქვა ღორღის მოპოვების ნებართვის გაუქმების თაობაზე. საუბარია ოთხასი ათას კუბ ინერტული მასალის მოპოვებაზე, რაც საფრთხეს შეუქმნის ეკო სისტემას და დააზარალებს დვაბზუსა და მელექედურის მოსახლეობას.
“აუცილებლად მოუწევთ უკან დახევა და ამ მავნელური გადაწყვეტილების უკან წაღება” – გვითხრა დეპუტატმა.
მისივე განცხადებით, მას უამრავი მოქალაქე უკავშირდება და შველას ითხოვს. მათ უმრავლესობას სერიოზული პრობლემები აქვთ, ზოგს არტეზიულ ჭებში წყალი გაუქრა, ზოგის საცხოვრებელ სახლთან მეწყრული პროცესები დაიწყო, უმრავლესობის პრობლემას კი გზების მწყობრიდან გამოსვლა წარმოადგენს:
“ადგილობრივ ხელისუფლებას ეს არ აინტერესებს, იძულებულები ვართ სასამართლოს გზით გავაჩეროთ ინერტული მასალების უკანონო მოპოვება და გადავარჩინოთ გურიის ეკოსისტემა”-აცხადებს მჟავანაძე.