უმუშევრობას უმწვავეს პრობლემად ასახელებენ მოქალაქეები, რომლებიც „პირველების“ კამერასთან საუბრობენ, პირდაპირ ამბობენ, რომ დასაქმება არის ნომერ პირველი პრობლემა და მთავარი გამოწვევა ქვეყნისთვის.
მოქალაქეები არ მალავენ, რომ ხალხი მშიერია და გარდა იმისა, რომ პირველადი საჭიროების პროდუქტებს ვერ ყიდულობენ, უსახლკაროდ დარჩენის პრობლემის წინაშეც დგებიან.
”უმუშევრობაა, ხალხი მშივრები არიან. გახედე, მუშაობა არ არის, სულ ჩამკვდარია ყველაფერი, ეს მთავრობა არის? ხალხი სიღარიბისგან კვდება. წამალი 60 ლარი ღირს, ეს მთავრობა არ არის, გააკეთოს ისეთი რამ, რომ დაასაქმოს ხალხი, რომ მშიერი არ დაიხოცოს. ხალხს ვერ გადაუხდია, მე ვარ მეორე ჯგუფის ინვალიდი და ვერ გადამიხდია 200 და 300 ლარი,“ – ამბობს ერთ-ერთი მოქალაქე.
”როგორ არ არის უმუშევრობა, ვინ ხედავს სამუშაოს და ვინ ხედავს მდიდარს? მარტო პენსიაზე ვარ მიჯაჭვული,“ – ამბობს ერთ-ერთი მოქალაქე.
”რაღაც უნდა შეიმუშაონ ისეთი რამ, რომ დასაქმდეს ხალხი. ჭურჭლის მრეცხავადაც არ ამიყვანენ რესტორანში, არც არსად,“ – ამბობს ერთ-ერთი მოქალაქე.
”მძიმე პრობლემაა. სახელმწიფომ დაიხუროს ქუდი და წავიდეს, უნდა მოვიდეს სხვა, ვერ დაუჯერებს ადამიანი მათ, რაც არ უნდა თქვან. უკვე ყველაფერი თქვეს და ვერაფერი ვერ გააკეთეს,“ – ამბობს ერთ-ერთი მოქალაქე.
”მთავრობა უნდა შეიცვალოს პირველ რიგში, მოწყალებაზე დავდივარ, რომ ქირა გადავიხადო,“ – ამბობს ერთ-ერთი მოქალაქე.
”უმუშევრობაც არის, გამათხოვრებულებიც არიან ხალხი და გაუბედურებულები, 95 პროცენტი უმუშევარია, თითქმის,“ – ამბობს ერთ-ერთი მოქალაქე.