საქართველო-საბერძნეთის მატჩს 1 061 767-მა გულშემატკივარმა უყურა – კომუნიკაციების კომისია

საქართველო-საბერძნეთის მატჩს 1,061,767-მა გულშემატკივარმა უყურა. ამის შესახებ ინფორმაციას კომუნიკაციების კომისია ავრცელებს.

“საქართველო – საბერძნეთის საფეხბურთო მატჩს “საზოგადოებრივი მაუწყებლის” ეთერში 1,061,767-მა გულშემატკივარმა უყურა.

გილოცავთ, ისტორიაში პირველად, საქართველოს ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატზეა!” – წერია განცხადებაში. 

შეგახსენებთ, რომ შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებმა ევროპის საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალურ თამაშში საბერძნეთს, პენალტების სერიაში 4:2 მოუგო. საქართველო ევროპა 2024-ში ითამაშებს.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share