ამ კანონს ერთი მიზანი აქვს – საქართველოს ევროპული მომავლის საბოტაჟი – კრამონი

“ამ კანონს ერთი მიზანი აქვს – საქართველოს ევროპული მომავლის საბოტაჟი”, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა ვიოლა ფონ კრამონმა X-ზე დაწერა და “ქართული ოცნების” მიერ “რუსული კანონის” ხელახალ ინიცირებას გამოეხმაურა.

“ქართულმა ოცნებამ” კრემლში მყოფი ბატონებისგან ახალი ინსტრუქციები მიიღო. იმდენად არაკრეატიულები არიან, რომ ისევ შემოიღეს იგივე რუსული კანონი, რომელზეც ქართველმა ხალხმა თქვა არა. ამ კანონს ერთი მიზანი აქვს – საქართველოს ევროპული მომავლის საბოტაჟი ქვეყნის რუსულ ჭაობში შესანარჩუნებლად. ცუდი იდეაა,” – წერს კრამონი.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share