შოლცის მთარგმნელი ხელისუფლების კრიტიკას “ტვ პირველის” ეთერში ეხმიანება – ზაალ ანდრონიკაშვილი ამბობს, რომ სინონიმების გამოყენება თარგმანში ჩვეულებრივი ამბავია.
ანდრონიკაშვილის თქმით, ფედერალური კანცლერის თქმით, “ქართული ოცნების” მიერ პარლამენტში ინიცირებული კანონი არანაირად არ შეესაბამება და პირიქით, ეწინააღმდეგება ევროპულ ფასეულობებს.
თარჯიმანის განცხადებით, ოლაფ შოლცმა ქართულ ოცნებას და საქართველოს მთავრობის მეთაურს პირდაპირ მოუწოდა, გაითვალისწინოს მოსახლეობის აზრი და გაიწვიოს კანონი.
”ფედერალურმა კანცლერმა ძალიამ მკაცრად, გააკრრიტიკა კანონი, რომელიც შესულია ახლა პარლამენტში და რომელიც გულისხმობს არასამთავრობო ორგანიზაციებზე კონტროლის დამყარებას. გერმანიის ფედერალურმა კანცლერმა ეს კანონი მოიხსენია, როგორც კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალეობის შესახებ ეს არის იგივე კანონი როგორც მოგეხსენებათ, როგორიც იყო ყოფილი კანონი აგენტების შესახებ, ამ კანონში რომ ნმინიმალური ცვლილებებია შესული, ამას თვითონ ქართული ოცნებაც ადასტურებს. შეგიძლიათ, მაგალითად მამუკა მდინარაძის გამოხმაურებები წაიკითხოთ ამასთან დაკავშირებოთ და რადგანაც ეს ორი სახელი სინონიმია და ქართველი მაყურებლისთვის და მსმენელისთვის ეს კანონი ცნობილია კანონი აგენტების შესახებ, ამიტომ ავირჩიე ის თარგმანი, რომელიც უფრო გასაგები იყო მიზნობრივი აუდიტორიისთვის ანუ ქართველი მსმენელისათვის. ეს არის სინონიმი და სინონიმების გამოყენება თარგმანში ჩვეულებრივი ამბავია. მაგალითად, “ქართული ოცნების” ნაცვლად რომ ვთქვათ მმართველი პარტია, ეს არ ცვლის გამონათქვამის აზრს. გამონათქვამის აზრი კი იყო ის, რომ ეს კანონი ფედერალური კანცლერის თქმით, არანაირად არ შეესაბამება და პირიქით, ეწინააღმდეგება ევროპულ ფასეულობებს. მან მოუწოდა საქართველოს პარლამენტს, გაიზიაროს კრიტიკა ევროპელი პარტნიორებისა და საქართველოს მოსახლეობის აზრი და გაიწვიოს ეს კანონი”- თქვა ზაალ ანდრონიკაშვილმა.
მისი თქმით, გერმანელი მედია “ქართული ოცნების” კანონს “აგენტების კანონად” მოიხსენიებენ.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე და “ქართული ოცნების” პროპაგანდისტები ამტკიცებენ, რომ გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცთან ერთად გამართულ ბრიფინგზე მასპინძელი ქვეყნის ლიდერის განცხადებას „ქართული რადიკალური ოპოზიციის სახე თარგმნიდა“.
პრემიერი ამტკიცებს, რომ გერმანიის კანცლერის თარჯიმანმა თარგმანი გააყალბა. ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ სიტყვები “აგენტების” კანონი შოლცს საერთოდ არ წარმოუთქვამს.
აღსანიშნავია, რომ მმართველი პარტიის ლიდერებს პრეტენზია არ გამოუთქვამთ თარგმნილ სხვა ეპიზოდებთან, მათ შორის, კრიტიკულ ნაწილთან დაკავშირებით.