გულწრფელად და რბილად რომ ვთქვა,გული მერევა ამ არაადამიანებზე და იმათზეც ვიც იქ იყო და ამ ფარისევლობას ტაში უკრა.
ზამთარია,1 წლის წინ რა გამოიარეთ როგორ დაგავიწყდათ))სახლ-კარი ჩამოენგრა ხალხს თქვენი დაუდევრობისგან,კორუფციისგან,რომ ჭამთ და ვერ ამოიყორეთ მაგისგან,სტიქიას ყურადღება რომ არ მიაქციეთ და ხალხი ჩახოცეთ მაგისგან.მოხალისეებმა გზები რომ გაწმინდეს,სათითაოდ ყველას სახლი დაუთოვლეს,საკვები მიუტანეს,მზე რომ გამოვიდა და აგვისტო დადგა 2 კილო ბრინჯი მოუგდეთ ხალხს ,სახლის გაკეთებას დაპირდით და გადააგდეთ.ხალხი ჩამონგრეული სახლებით დატოვეთ.გურია ერთი-ერთი ყველაზე ღარიბი რეგიონია.ყოველი მესამე ოჯახი სოციალურად დაუცველი.ბავშვებს მკურნალობის ფულს არ აძლევთ და სახლში საჭმელი არ აქვთ.
ერად რომ ვვარგოდეთ ეგ თქვენი ფოიერვერკები და ნაძვისხე ახლა თავზე უნდა გქონდეთ ჩამომხობილი თქვენ მიერ გამწარებული მოსახლეობისგან
წერს ოზურგეთელი ნატალია ჭანიშვილი, გურიის გუბერნიის ფეისბუკ გვერდზე, სადაც საუბარია საახალწლო ნაძვის ხის გახსნის ცერემონიაზე.








