ედიტორიალი-დაბრუნდა თუ არა “შავარდნაძის დრო“ ანუ რატომ არ მოგვეწოდება ელექტროენერგია
დღევანდელი, დე ფაქტო ხელისუფლების სახეები, „სიმაღლის და მიხედვით“ რომ წაეწყობიან ხოლმე, ერთმანეთის მიყოლებით, და „ბდღვირს ადენენ“ „ევროპულ ბიუროკრატიას“-მაგალითად „ვინმე პაპუაშვილი, დიმიტრი მედვედევის ქართული პაროდია-ლამის ყოველი მისი „ჩასვრა“ „დიფსთეითისა“ და „მასონური ლოჟების“ შეთქმულების შედეგად რომ უნდა წარმოაჩინონ…
ამ დროს, ჩოხატაურში, მეხუთე შვილზე ორსული ქალბატონი გარდაიცვალა, და იცით რა დაწერა, „ქოცების“ ბოლო 12 წლის მაალჩინოსანმა? მუნიციპალიტეტში სამეანო საკონსულტაციო ცენტრი რომ ყოფილიყო, ეს უბედურება არ მოხდებოდაო!
წარმოგიდგენიათ! ამ ხელისუფლებამ ბოლო 14 წლის მანძილზე, ვერ შეძლო, ჩოხატაურში, ერთი გინეკოლოგის ჩამოყვანაც კი, რომელიც ორსულებს – შესაბამის კონსულტაციას გაუწევდა, რაც, თავის მხრივ, ადგილობრივ ქალბატონებს, მსგავსი ტიპის უბედური შემთხვევებისგან დააზღვევდა.
რატომ ვერ შეძლო? როგორც ეს მაღალჩინოსანი ამბობს, მთელი ამ წლების მანძილზე მან ვერ შეძლო – არადა მერიც იყო და საკრებულოს თავმჯდომარეც ჩოხატაურში-დაერწმუნებინა ცენტრალური ხელისუფლება-ჩოხატაურში სამეანო საკონსულტაციო ცენტრის გახსნის აუცილებლობაშიო.
ამ დროს გამოდის პაპუაშვილი და „ევროპილ ბიუროკრატიაზე“ საუბრობს- ეს უკანასკნელი თუ რა საფრთხეებს უქმნის საკუღარ ხალხს და შემდეგ საქართველოს.
რა თქმა უნდა პატივს ვცემ ყველა იმ ადამიანს, ვინც ქვეყანა დატოვა და საზღვარგარეთ საკუთარი ოჯახების გამოსაკვებად ლამის „ონლაინ რეჟიმში“ მუშაობს, თავისთავად იმათაც, ვინც ამ ქვეყნიდან ტერორსა და
რეპრესიებს გაექცა, მაგგამ მომეცით უფლება, განსაკუთრებული პატივი ვცე იმ ადამიანებსაც, ვინც აქ დარჩა და ბოლო 30 თუ 40 წელი, ჩვენი, გურულების ტკივილით, პრობლემებითა და გასაჭირით ცხოვრობს თუ იცხოვრა.
აწ განსვენებულმა, მაია მამაკაიშვილმა, რამდენიმე წლის წინ, საფრანგეთში წასვლამდე მითხრა:“ვერც კი წარმომიდგენია ჩემი ოზურგეთი, ღმერთმა დაიფაროს და მას რომ რაიმე დაემართოს, ლეო თოიძის შემდეგ, ისეთი დაობლებული და უსუსური იქნება – წარმოდგენაც კი მზარავსო“
რამდენიმე დღის წინ, ოზურგეთში დიდი – ლეო თოიძის ეპოქა დასრულდა – და ჩვენი რეაქცია რა იყო – ჩვენი ბავშვები „საახალწლო ნაძვის ხესთან“ „მივყარეთ“ (თითქოს ამის ერთი დღით გადადება არ შეიძლებოდა) – და რაღაც „სტატუს ბენდის“ „ჩხავილს“, ფეიერვერკი მივაყოლეთ.
დილიდან შეწყვეტილი აქვს. გურიას. ელექტროენერგიის მიწოდება -ამ დროს წინასაახალწლო დღეებია – მე თუ მკითხავთ კარგია! გურულებმა ვერა და ვერ გავიგეთ იმ ტერორისა და რეპრესიების მაშტაბები, რასაც „საკუთარი“ ხელისუფლება უკეთებს ხალხს, ვერ აღვიქვამთ როგორი, დიდი ნაბიჯებით მივდივართ უკან… საბჭოთა კავშირისკენ, „ენერგო პროს“ ამ „ცელქობამ“ იქნებ მიგვახვედროს გურულები, რომ უკვე „შავარდნაძის დროში“ ვართ, და აქედან ერთ ნაბიჯშია ხანა, რომელსაც – რატომღაც დღესაც „მხედრიონის“ ეპოქად მოიხსენიებენ… ეპოქა-„შავი ძაძებით“ რომ შემოსა ჩვენი დედები.
ლანჩხუთზეც შეიძლებოდა ორიოდე სიტყვი თქმაც, მაგრამ მათ ხომ თითქმის არაფერი არ აინტერესებთ-ოღონდ ლანჩხუთის „გურია“ იყოს კარგად და მორჩა!
„კარგად ყოფნათ“ კი იმასაც კი მიიჩნევენ, ერთ დროს კიევის „დინამოსთან“ თუ მოსკოვის „სპარტაკთან“ (რახან მოსკოვი ღახსენე-თფუი ეშმაკს და „ძირს რუსული იმპერია!“) მებრძოლი კლუბი – დღეს, საქართველოს მეოთხე ლიგიდან მესამეში გადავიდა.
იმაზე კი თვალს ხუჭავენ, რომ ლეგენდარული ევგრაფი შევარდნაძის, ბუტა ჟორდანიას, ბეგი სიხარულიძის, შალვა კაკაბაძის, რობიზონ ჩხაიძის და სხვათა შემოქმედებითი, დღეს, „აიპად“ ქცეული, ქმნილება – ადგილობრივი ბიუჯეტის „ხურხვნაზე“ ორიენტირებული, ყოფილი პროკურორებისა თუ ყოფილი პოლიციელების თავშესაფრად იქცა.
და არც იმას დარდობენ, სწორედ ასეთი მიდგომის გამო, ისეთი უნიჭიერესი ფეხბურთელებიც კი „შეიჭამა“ – როგორებიც გიგა კვერენჩხილაძე და ვანო წილოსანი – და კიდევ ათეულობით ასეთი, იყვნენ და არიან.
იმითაც კი კმაყოფილდებიან, რომ საფეხბურთო აკადემიის შენობა ლანჩხუთშია, მერე რა რომ არ ფუნქციონირებს, მთავარია ლანჩხუთში იყოს და არ ფუნქციონირებდეს, ვიდრე სხვაგან იყოს და „ჰყვაოდეს“.
აი ეს არის ჩვენი „ედიტორიალი“, „სარედაქციო წერილი“ თუ რედაქტორის სვეტი – მოკლედ – „რაც გინდათ ის დაარქვით“
აი მხოლოდ ამისათვისაც კი!
უნდა იბრძოლო! რომ შეცვალო!
ადექი! შეცვალე! ბოლომდე! „ცეცხლი ოლიგარქიას“!








