გურიის მოამბე

ექსპერტი – “რუსთავი 2 ოფშორებიდან შემოსული შავი ფულით ფინანსდება”

რუსთავი 2 ოფშორებიდან შემოსული შავი ფულით ფინანსდება. ეს ფული ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნისა და ჭიათურმანგანუმის მუშებს მოპარეს. ბიუჯეტსაც მოპარეს, რადგან შუამავალი ოფშორული კომპანია იაფად ყიდულობს ქარხნიდან პროდუქციას და შემდეგ ძვირად ყიდის. ამ სხვაობას იჯიბავს “ოცნების” კლანი, რომლის ნაწილსაც რუსთავი 2-ში “ასხამს”. ეს ნაწილი კოლოსალური ფულია. მხოლოდ ბოლო სამ წელიწადში 150 მილიონ ლარს აჭარბებს გაკოტრებული ტელევიზიისათვის კრიმინალური ფულის ჩარიცხვა. იმდენად ღიად ხდება ყველაფერი, რომ ამ დანაშაულის გამოძიებას ერთი საათიც კი არ სჭირდება.

Screenshot


ამ დანაშაულებრივი სქემის შემქმნელებს ციხე არ ასცდებათ. არც ისაა გამორიცხული, თავად ამავე ხელისუფლებამ მოაყოლოს იმ რეპრესიებში, რასაც ახლა ეწვიან.

მაშინ, როცა ღარიბაშვილი და ლილუაშვილი დააპატიმრეს, ვინ ზებრას ფეხებია ვიღაც “რიჟა” და ამ ტელევიზის დოყლაპია დირექტორი.

დღეს რუსთავმა გამოდო ჩემზე სიუჟეტი, სადაც ვიღაც ნაძირალა “ექსპერტს” ალაპარაკებენ ჩემს საწინააღმდეგოდ. მიზეზი ისაა, რომ ფასების ზრდას “ოცნების” დამფინანსებელ ბიზნესს კი არ ვაბრალებ, არამედ თავად “ოცნების” ხელისუფლებას.

ვერავითარი სუსი და რეპრესიები ფასების ზრდას ვერ შეაჩერებს ოლიგარქიული, პრორუსული რეჟიმის პირობებში.

წერს. ეკონომიკის ექსპერტი, რომან გოცირიძე, ფეისბუკის საკუთარ გვერდზე.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share
Verified by MonsterInsights