კობახიძეს უნდა ჩავხედო თვალებში და უნდა დაველაპარაკო – ნიკა გვარამია

”კობახიძეს უნდა ჩავხედო თვალებში და უნდა დაველაპარაკო” – ამის შესახებ კანცელარიასტან მისულმა “ახალის” თანათავმჯდომარემ, ნიკა გვარამიამ განაცხადა.

გვარამიას თქმით, დაშლას არ აპირებენ და კანცელარიასთან კიდევ უფრო მეტი ოპოზიციონერი ლიდერი მივა.

”კობახიძეს უნდა ჩავხედო თვალებში და უნდა დაველაპარაკო. დღეს მან პარლამენტის მერე განგვიცხადა, რომ საქართველო დაიხურა როგორც ქვეყანა. თუ არ შეგვხდება, თუ-ზე იფიქროს კობახიძემ… მოვლენ ახლა კიდევ ლიდერები”, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share