“თქვენი ქვეყნის დებიძინიზაციის გარეშე, ევროკავშირის ნაწილი ვერ იქნებით”, – ამის შესახებ ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენე “მთავარ არხთან” საუბრობს და რუსული კანონის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებსა და საპროტესტო აქციებს ეხმაურება.
“თუ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება სურს, ეს გადამწყვეტი მომენტია და არჩევანი ახლა უნდა გაკეთდეს. მანიპულაციაა, როდესაც თქვენი მთავრობა აცხადებს, რომ ევროკავშირში გაწევრიანებისკენ მიისწრაფის. ეს არის ტყუილი, იმიტომ რომ ბიძინა ივანიშვილს ეს არ ანაღვლებს და სწორედ ამიტომ მიუბრუნდა ახლა ამ რუსული სტილის კანონს.
თქვენი მთავრობა მუდმივად გვაკრიტიკებდა, რომ მხოლოდ ზოგიერთი ევროპარლამენტარი აკრიტიკებს მათ. სინამდვილეში კი სოციალისტებმაც გარიცხეს თავიანთი რიგებიდან “ქართული ოცნება”, ასე რომ ყველა ევროპული პოლიტიკური ჯგუფი აკრიტიკებს საქართველოს მთავრობას, ალბათ უნგრეთის პრემიერმინისტრ ორბანის გარდა, რომელიც სულ უფრო პრორუსი პოლიტიკოსი ხდება და რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს”, – ამბობს რასა იუკნევიჩიენე.