აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ უკრაინის დახმარების შესახებ კანონპროექტი დაამტკიცა

ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ უკრაინის დახმარების შესახებ კანონპროექტი დაამტკიცა. დახმარების პაკეტი 61 მილიარდი დოლარის გამოყოფას ითვალისწინებს.

კანონპროექტის მიღებას მხარი 311-მა დეპუტატმა დაუჭირა, 112 კი წინააღმდეგი იყო.

კანონპროექტის დამტკიცებას კონგრესმენების მხრიდან ოვაციები მოჰყვა. მათ უკრაინის დროშები აფრიალეს. ახლა პროცედურულად, კანონპროექტი განსახილველად სენატში გადაიგზავნება, რის შემდეგაც მას ხელი პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა უნდა მოაწეროს. ჯო ბაიდენმა თავის დროზე უკვე განაცხადა, რომ კანონპროექტს ხელს მოაწერს.

მანამდე, წარმომადგენელთა პალატამ უკრაინის დახმარების მოწინააღმდეგეების მიერ შემოთავაზებული ოთხივე შესწორება უარყო, რის შემდეგაც სპიკერ, მაიკ ჯონსონის შეთავასებულ ვერსიას დაუჭირა მხარი.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share