რისთვის დასჭირდა “ქართულ ოცნებას” ივანიშვილის ქონების დასაცავად კანონის დაჩქარებულ ვადებში მიღება? საქართველო დიდი საერთაშორისო სკანდალის მონაწილე ხდება.
პანამის სასამართლომ ეგრედწოდებული “პანამა ფეიფერსის” საქმის განხილვა დაიწყო. პანამის სასამართლო “ფონსეკა და მოსაკის” და ამ კომპანიის 27 თანამშრომელს ფულის გათეთრებას ედავება.
“ფონსეკა და მოსაკი” წლების წინ ოლიგარქის ოფშორებში რეგისტრირებულ კომპანიას იურიდიულ მომსახურებას უწევდნენ. არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ ივანიშვილმა საფრთხე იგრძნო, რადგან თუ მოსამართლე ეჭვმიტანილისების მიმართ გამამტყუნებელ განაჩენს გამოიტანს, შესაძლოა, გამოძიება კიდევ გაგრძელდეს. სავარაუდოდ, სწორედ ამიტომ ოლიგაქრმა თავი გადაიზღვია და ოფშორებში არსებულ ქონებას საქართველოსკენ დაჩქარებულ ვადებში წამოიღებს.
აღსანიშნავია, რომ პანამის სასამართლომ საქმის განხილვა 8 აპრილს დაიწყო, საქართველოში კი ოფშორების შესახებ კანონი 10 აპრილს დაამტკიცა.
სპეციალისტები საფრთხეებზე საუბრობენ. ისინი პირდაპირ მაბობენ, რომ ივანიშვილმა საქართველო საკუთარ შპს-ად აქცია და კონსტიტუციაც საკუთარ თავზე მოირგო.
ბიძინა ივანიშვილისთვის საქართველო არის მისი შპს. ეს არის ერთი კაცის ქვეყანა, რომელსაც მორგებული აქვს თავის თავზე პარლამენტი, მორგებული აქვს თავის თავზე კონსტიტუცია და რომელიც ახლა საგადასახადო კოდექსსაც მოირგებს. თუმცა, კიდევ ერთი საფრთხეა. ეს მხოლოდ ივანიშვილისთვის არ კეთდებ, სამომავლოდ უამრავი ოლიგარქი და მილიარდერი შემოიტანს აქ კომპანიებს, მათ შორის, რუსი ოლიგარქები, იმიტომ, რომ მოსა ქონსეკა 30-მდე რუს ოლიგარქს, მათ შორის, უმრავლესობა რომ დღეს დასანქცირებულია უწევდა მომსახურებას. უამრავი ოფშორი არსებობს მსოფლიოში, მაგრამ ეს ისეთი კარგი ვარიანტია ახლა რუსი ოლიგარქებისთვის, რომ საქართველოში ყოველგვარი გადასახადის გარეშე დაარეგისტრირონ თავიანთი კომპანიები და რა გამოდის? რომ ჩვენ არავითარ ეკონომიკურ სარგებელს არ მივიღებთ. საქართველო არის ქვეყანა, რომელიც ძალიან სუფთა ხელებით უნდა შევიდეს ევროკავშირში, – ამბობს ექსპერტი.
შეგახსენებთ, რომ ივანიშვილის ქონების დაცვაზე მორგებული კანონპროექტი მესამე მოსმენით დაამტკიცეს. ვანიშვილი