“მინდა ევროპა…არ მინდა კრემლი…ახალგაზრდებთან ვიქნები”-ბათუმის სამუსიკო სკოლის მასწავლებლების ნაწილი რუსული კანონის მხარდამჭერ აქციაზე წასვლას არ აპირებს

29 აპრილს “ქართული ოცნება” რუსული კანონის მხარდამჭერ შეკრებას​​​​​​ აწყობს და დედაქალაქის მთავარ მოედანზე, კანონპროექტის მეორე მოსმენით განხილვის პარალელურად, საჯარო მოხელეებსა და პარტაქტივს მოაბილიზებს.

თუმცა, ზოგიერთ ქალაქში მათი ზეწოლა უშედეგოდ მიმდინარეობს. მაგალითად, ბათუმში. მუსიკალური სკოლის პედაგოგების დიდი ნაწილი ამბობს, რომ ხელისუფლების მიერ დაგეგმილ შეკრებაზე წასვლას არ აპირებენ, რადგან მათი არჩევანი ევროპაა.

“იმიტომ, რომ ევროპა მინდა. ახალგაზრდებთან ვიქნები. მინდა ევროპა, არ მინდა კრემლი,” – ამბობს ერთ-ერთი პედაგოგი.

შეგახსენებთ, გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ აღნიშნულ სამუსიკო სკოლაში გამოკრული იყო განცხადება: “აჭარის განათლებისა და კულტურის სამინისტრო უზრუნველყოფს 29 აპრილს თბილისში გამართულ მიტინგზე წამსვლელთა ტრანსპორტირებას. მსურველები ჩაეწერეთ ინდირა ლაზიშვილთან.”

“მთავარი” ესაუბრა მის დირექტორსაც, რომელიც ამტკიცებს, რომ ტექსტი “გადმოყოლილი იყო სხვა განცხადებიდან.”

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share