14 სენატორის უმძიმესი წერილი – “ოცნება” დუმს

საქართველოოს ხელისუფლება დუმს – “ქართულ ოცნებას” ამერიკელი სენატორებისთვის პასუხის გაცემა ამ დრომდე უჭირს.

პერსონალური სანქციები, სავიზოო შეზღუდვა და დაფინანსების შეწყვეტა – ცნობილი ხდება, რა ფასი დაუჯდება “ქართულ ოცნებას” რუსული კანონის მიღება. ამერიკა საქართველოსთან პოლიტიკის შეცვლას და ურთიერთობების გაფუჭებას აანონსებს. ასეთი მძიმე და ასეთი კრიტიკული გზავნილი ვაშინგტონს თბილისისთვის არასდროს ჰქონია. უპრეცედენტო დოკუმენტზე ხელს 14 გავლენიანი სენატორი აწერს. წერილს რუსული კანონის მხარდამჭერ პრემიერ კობახიძეს უგზავნიან. შტატებიდან ქართულ “ოცნებას” ღიად და გადაჭრით ეუბნებიან, რომ რუსული კანონი ამერიკას და ევროკავშირს მავნე აქტორებად აცხადებს, რასაც არავის აპატიებენ. სკანდალური წერილი ამერიკის ხმამ გაასაჯაროა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share