საქსტატის მონაცემებით, 2024 წლის 1-ლი იანვრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის 61% საქალაქო დასახლებებში ცხოვრობს. ამასთან, ქ. თბილისის მოსახლეობა მთლიანი მოსახლეობის მესამედზე მეტს შეადგენს.
უფრო კონკრეტულად კი, ყველაზე ბევრი და ყველზე ცოტა ადამიანი საქართველოს შემდეგ რეგიონებში ცხოვრობს:
- ქ. თბილისი – 1 258 მლნ
 - იმერეთი – 442 ათასი
 - ქვემო ქართლი – 436 ათასი
 - აჭარის ა.რ. – 363 ათასი
 - კახეთი – 299 ათასი
 - სამეგრელო-ზემო სვანეთი – 287 ათასი
 - შიდა ქართლი – 244 ათასი
 - სამცხე-ჯავახეთი – 142 ათასი
 - გურია – 101 ათასი
 - რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 26 ათასი
 
სტატისტიკის სამსახურის მონაცემებით, 2024 წლის 1-ლი იანვრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ 3 694 600 ათასი კაცი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 1.1%-ით ნაკლებია.








