ე.წ. ფულის გათეთრების აბსურდულ საქმეზე განიხილება ორი ვერსია – ხუხაშვილი

”ე.წ. ფულის გათეთრების აბსურდულ საქმეზე განიხილება ორი ვერსია – პირადი და პოლიტიკური ინტერესი ხაზარაძის მიმართ და ინტერესი ტვ პირველის მიმართ.
შეიძლება ეს ინტერესები იყოს, მაგრამ მგონია, რომ საქმე უფრო რთულად არის და აი რატომ:
საქმე იმაში გახლავთ, რომ ხელისუფლება ამ საქმესთან დაკავშირებით ერთგვარ ხაფანგშია მოქცეული და სხვა გამოსავალს, გარდა ბოლომდე “მიწოლისა” ვერ ხედავს.
თუ გამამართლებელი გამოვიდა, ისინი გარანტირებულად აგებენ საარბიტრაჟო დავას ანაკლიის ინვესტორებთან ასეულობით მილიონზე, რადგან დადასტურდება პროექტის პოლიტიკური ინტერესით ჩაშლა.
გამამტყუნებლი განაჩენის შემთხვევაში კი ფიქრობენ, რომ გარკვეულ ალიბს შეიქმნიან და მინიმუმ რაღაც დროით გაურთულებენ მოსარჩელეს შედეგის მიღებას.”

ამის შესახებ პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share