რა ინფორმაციებს ხედავენ საკრედიტო ორგანიზაციები ადამიანების შესახებ „კრედიტინფოს“ მონაცემებით – ამის შესახებ რადიო „პალიტრას“ ეთერში „კრედიტინფო საქართველოს“ ბიზნეს ანალიტიკოსმა, მირიან ჯობავამ ისაუბრა.
„თითქმის ყველა იმ დეტალს, რაც საკრედიტო კონტრაქტს მოსდევს, ანუ ყველა საჭირო ინფორმაციას, ეს იქნება სესხის მოცულობა, გადახდის გრაფიკი, ხდება თუ არა წინასწარ დაფარვა, ინფორმაცია გარანტორისა და თანამსესხებლის შესახებ და ა.შ.
ამიტომ ყველას ვურჩევ, ყველამ გადაამოწმოთ საკუთარი ისტორია. თუ რამე უზუსტობას აღმოაჩენთ, აუცილებლად მოგვმართეთ“ – განაცხადა მირიან ჯობავამ.
„ჩვენთან 3 მლნ-მდე ადამიანის ინფორმაციაა, აქედან დაახლოებით 1.9 მლნ-ს აქვს აქტიური სესხი, რაც საქართველოს მოსახლეობის ნახევარზე მეტს წარმოადგენს. ჯამური ვალდებულება არის დაახლოებით 44.8 მლრდ ლარი და ამ მოცულობიდან ვადაგადაცილება დაახლოებით 300 ათასამდე ადამიანს უფიქსირდება. მათი ჯამური ვალდებულება კი არის 2,100 მილიარდი, რაც ჯამური ვალდებულების დაახლოებით 6%-ია“ – განაცხადა მირიან ჯობავამ.