მსახიობი ნანა ბუთხუზი – უბედურებაა, როცა ჩემივე მოქალაქე მარბევს

მსახიობი ნანა ბუთხუზი სპეცდანიშნულების რაზმს მიმართავს – ეუბნება, რომ რუსეთი ჯოჯოხეთია,

“ჩემივე თანამოქალაქე მარბევს, მტრად მთვლის, როგორ შეიძლება მე მთვლიდე მტრად? მე ვარ მტერი თუ რუსია მტერი? –  რა უბედურებაში ვცხოვრობთ.  აქ ჩვენი შვილების ბედნიერებისთვის ვდგავართ
რუსეთთან ერთად ვერ განვითარდებით, ჯოჯოხეთში გავიღვიძებთ”- ამბობს მსახიობი. 

სპეცრაზმი მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ – აქციის მონაწილეებისთვის დამიზნებით რეზინის ტყვიების სროლის შედეგად რამდენიმიმე ადამიანია დაშავებული.

ერთ-ერთი მათგანი “პირველების” კამერამ გადაიღო. რეზინის ტყვიის კვალი სხეულზე ეტყობა.

წყლის ჭავლი და საპოლიციო ძალების მობილიზება რუსთაველზე – გამზირს აქციის მონაწილეებისგან ცლიან. რუსთაველის გამზირი, ფაქტობრივად, სამართალდამცავების ალყაშია მოქცეული.

ისე დაიწყეს დარბევა მოქალაქეების, რომ გამაფრთხილებელი სიგნალი რამდენიმე წამით ადრე გაისმა.

შსს-ს დამატებითი ეკიპაჟები შემოჰყავთ რუსთაველის გამზრიზე. კადრებში ჩანს შეიარაღებული სპეცრაზმელები, რომლებიც ბრძანების შემთხვევაში რეზინის ტყიებს ისვრიან მოქალაქეების წინააღმდეგ.

მანამდე კი, რუსთაველის გამზირზე რეზინის ტყვიებს დამიზნებით ისვრიან – გაფრთხილება დემონსტრანტებს არ მოუსმენიათ. სპეცრაზმელები გაზის კაფსულებს ისვრიან.

ტვ პირველი

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share