უცხოელი აგენტები პარლამენტის კედლებს აწყდებიან – დუგინი თბილისის საპროტესტო აქციაზე

პუტინის იდეოლოგი ალექსანდრე დუგინი დღეს, 30 აპრილს, თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციას ეხმაურება, სადაც პროტესტის მონაწილეებს უცხოელ აგენტებს უწოდებს:

„საქართველო. ასე იციან უცხოურმა აგენტებმა წიხლების ქნევა, როცა მათ სუვერენულ ძალაუფლებას გადათვლა და რეგისტრაცია ემუქრება. პირდაპირ სამარცხვინოდ გამოიყურება. ქართველები ამაყი და მორწმუნე ხალხია. უცხოელი აგენტების ქცევა, რომლებიც პარლამენტის კედლებს აწყდებიან ვნების კვირას, ყველაფერია გარდა ქართულისა“.

დუგინი აგენტების კანონის განხილვის პროცესებს აქამდეც გამოეხმაურა, რა დროსაც მან „ოცნებას“ მოქმედებას მოუწონა და თქვა რომ “საქართველო სწორ გზაზეა“; მან  „ქართულ ოცნებას“ მოუწოდა „მთელი სერიოზულობით შეუდგეს საქმეს“ და “ქვეწარმავალი ახლავე და უმოწყალოდ უნდა გაანადგურონ“.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share