“გუშინდელი დღის ერთერთი ყველაზე საშიში ფაქტი ისაა, რომ გამოიკვეთა ქართული “პრიგოჟინის დაჯგუფება”, კერძო სადამსჯელო გვარდია, რომელიც გუშინ მიტინგს არბევდა.
საუბარია სარანგზე, დაცვის კერძო ფირმაზე, რომელიც ეკუთვნის ხარებას (ზვიად ხარაზიშვილი, სახელმწიფო სპეცდანიშნულების რაზმის ხელმძღვანელი) და ზვიად ჭოხონელიძეს (ივანიშვილის დაცვის ყოფილი უფროსი).
არაუფლებამოსილი პირების მიერ სახელმწიფო რეპრესიული ფუნქციის მითვისება და განხორციელება (ფაქტობრივად, არაფორმალური ორგანიზებული ძალადობრივი დაჯგუფების შექმნა) არის არა მხოლოდ უმძიმესი ძალადობრივი დანაშაული, არამედ სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული განსაკუთრებით მძიმე დანაშაულია.
ps წელს ლევან ხაბეიშვილს და შარშან ზურაბ ჯაფარიძეს სარანგი გაუსწორდა”.
წერს “ახალის” თანათავმჯდომარე ნიკა გვარამია.