დიდსულოვნების მანტიამოსხმულ ბოროტებასთან შერიგებას ჩვენ არ ვაპირებთ – მამუკა მდინარაძე ,,ენმ”-ზე

დიდი ეროვნული შერიგება – ,,ნაცმოძრაობის” ეს იდეა არის პიარსვლა და ემსახურება ერთადერთ მიზანს, საზოგადოება შეიყვანონ შეცდომაში – ამის შესახებ ფრაქცია ,,ქართული ოცნების” თავნჯდომარემ განაცხადა.

მამუკა მდინარაძის მტკიცებით, ,,ნაცმოძრაობა” მხოლოდ ქვეყნის დესტაბილიზაციაზეა ორიენტირებული და მათთან შერიგებას ,,ქართული ოცნება” არ გეგმავს.

”როგორც ვხვდები, ჩვენი ამომრჩეველიც კი დაიძაბა ამ ე.წ. ეროვნული შერიგების გამო. ეს არის პიარული სვლა და არავითარი შერიგება მათ არ სურთ. რაც ყველაზე მთავარია – დიდსულოვნების მანტიამოსხმულ ბოროტებასთან შერიგებას ჩვენ არ ვაპირებთ. თუ მათ სურთ კონსტრუქციულობა, თანამშრომლობა პარლამენტში, საქმეზე საუბარი, ყოველთვის მზად ვართ და ახლაც ამ რეჟიმში ვართ. მოვიდნენ პარლამენტში და იმუშავონ, როგორც ჩვენ ვმუშაობთ. 

კიდევ ერთხელ ვიმეორებ – დიდსულოვნების მანტიამოსხმულ ბოროტებასთან შერიგებას ,,ქართული ოცნება” არ აპირებს და ეს მიდგომა არ გადაიხედება.

ეროვნული შერიგება მათი მხრიდან არის პიარსვლა და ემსახურება ერთადერთ მიზანს- თითქოს ისინი არიან ერთადერთი დიდსულოვნები, კეთილები და აქეთ ვდგავართ ადამიანები, ვისაც ეს არ გვსურს ”- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share