ქვეყანას მომავალს და პერსპექტივას ართმევენ, ამიტომ უკან დასახევი არ გვაქვს – რატი ამაღლობელი

გამჭვირვალობის კანონის მოწინააღმდეგეები “ქართულ ოცნებას” მასშტაბურ აქციებს უანონსებენ – ევროპული ღირებულებების გარშემო გაერთიანებული ადამიანები ხელისუფლებისთვის დისკომფორტის შექმნას კვლავ აპირებენ.

საპროტესტო აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი, რატი ამაღლობელი “პირველებთან” კანონპროექტის მეორე მოსმენით დამტკიცების შესახებ საუბრობს და აცხადებს, რომ მიუხედავად “ოცნების” მცდელობისა, სამოქალაქო საზოგადოება გაჩერებასა და დანებებას არ აპირებს.

ქვეყანას მომავალს და პერსპექტივას ართმევენ” – ამბობს მწერალი და იქვე დასძენს, რომ ბრძოლა იქამდე გაგრძელდება, სანამ მოქალაქეები საკუთარ მიზანს არ მიაღწევენ.

”ჩვენ გვინდა, ჩვენი ხმა და პროტესტი გავაგონოთ სამთავრობო კვარტალს, რომელიც ყველაზე მეტად არის დაცული. ყველა მანიპულაციას მიმართავენ იმისთვის, რომ გაიპარონ. მიიღეს ისეთი კანონი მეორე მოსმენით, რომ დასჭირდათ უპრეცედენტო რაოდენობა პოლიციისა, რათა დაეცვათ ეს 83 საქართველოს წინააღმდეგ ხმის მიმცემი და გაეპარებინათ. ჩვენ დავდივართ ისეთ ადგილებში, სადაც მათ უკვე უჭირთ გადაადგილება და ეს ასე გაგრძელდება. ჩვენ არ ვაპირებთ დაღლას, რადგან ჩვენ უკან დასახევი არ გვაქვს. ჩვენ გვართმევენ ქვეყანას. მთელ ქვეყანას ართმევენ მომავალს, პერსპექტივას და რასაც ჰპირდებიან ამ ქვეყანას ეს იზოლაცია და რეპრესიებია”, – ამბობს რატი ამაღლობელი.

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share