“ქართული ოცნება” ითვლის ბოლო დღეებს, ამიტომ არის სრულიად შეურაცხად მდგომარეობაში – ნიკა გვარამია

“ქართული ოცნება” ითვლის ბოლო დღეებს, ამიტომ არის სრულიად შეურაცხად მდგომარეობაში… ადამიანების ასეთ გამბედაობას ვერანაირი შეშინებული დიქტატორი ვერ აღუდგება წინ”, – ამის შესახებ პარტია “ახალის” თანათავმჯდომარე ნიკა გვარამია საუბრობს, რომელიც პარლამენტთან საპროტესტო აქციაზე იმყოფება.

“დღეს უპრეცედენტოდ დიდი რაოდენობაა, რასაც მე ვხედავ. ხო არავის არ სჯერა, ჩვენც არ გვჯერა ძალიან ხშირად, რომ აი ამდენი ხალხია, ხვალ რაღატო იქნება, ხალხი დაიშალა, არაფერი არ მოხდა. ასე არ არის, მეგობრებო. აუცილებლად მოხდება ის, რისკენაც ჩვენ ვისწრაფით, ეს არის “ქართული ოცნების” გაშვება ისტორიის სანაგვეზე და საქართველოს ევროკავშირის წევრობა. რუსული კანონიც ვერ იმოქმედებს, ვერაფერი ვერ მოხდება, “ქართული ოცნება” ითვლის ახლა ბოლო დღეებს, ამიტომ არის ახლა სრულიად შეურაცხად მდგომარეობაში. ამიტომ არის საშიშიც, იმიტომ რომ ძალიან შეშინებულია და შეშინებული დიქტატორები საშიშები არიან, მაგრამ ადამიანების ამხელა რაოდენობას, ადამიანების ასეთ გამბედაობას, სიმართლეს, რაც მთავარია, და, შესაბამისად, კურაჟს, რაც აქედან მოდის, ვერანაირი შეშინებული დირექტორები თავისი აგრესიით ვერ აღუდგებიან წინ”, – ამბობს ნიკა გვარამია.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share