მერიის თანამშრომლის მიმართვა კალაძეს: ერთადერთი მოთხოვნა გვაქვს, რომ ეს კანონი გაიწვიონ

„ქართული ოცნების“ განზრახვას საჯარო მოხელეები ემიჯნებიან. თბილისს მერიის თანამშრომელი პირველებთან პირდაპირ ამბობს, რომ კალაძის უწყებაში თანამშრომლები ხმამაღლა აფიქსირებენ პროტესტს.

როგორც ის აცხადებს, ძალიან ბევრი საჯარო მოხელე ეწინააღმდეგება გამჭვირვალობის კანონის რეინიცირებას.

”გვაკერებენ იარლიყს, თითქოს ვართ ნაცები და რადიკალური მოსაზრებების გამომხატველები. არა, ჩვეულებრივი ადამიანი ვარ, სამოქალაქო პოზიციით გამოვდივარ, საჯარო მოხელე ვარ, ძალიან ბევრი საჯარო მოხელე არის ჩვენი თანამოაზრე და ვინც არ არის, დარწმუნებული იყავით, რომ უმრავლესობა არის ჩვენს მხარეს და სიმართლის მხარეს.

თბილისის მერს მინდა მივმართო, რომლის თანამშრომელიც ვარ, როცა ადამიანების სიცოცხლე არის საეჭვო, რომ მსხვერპლი მოჰყვება ამ ყველაფერს, ერთადერთი მოთხოვნა გვაქვს, რომ ეს კანონი გაიწვიონ, შიგნითაც საკმაოდ ხმამაღლა გამოვხატავთ ამ პროტესტს,“ – ამბობს საჯარო მოხელე.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share