ვგმობთ ქართული ოცნების თანამდებობის პირების ანტი-დასავლურ რიტორიკას – მილერი

”ჩვენ ისევ ვიმეორებთ, რომ შეშფოთებულები ვართ ამ კანონმდებლობით, რომელიც ამჟამად საქართველოს პარლამენტშია განსახილველად შეტანილი და ჩვენ ვგმობთ მთავრობის წევრთა ცრუ ნარატივებს, რომელიც ამ კანონმდებლობის დაცვას ემსახურება. ვგმობთ ქართული ოცნების თანამდებობის პირების ანტი-დასავლურ რიტორიკას, რომელმაც საქართველო საეჭვო ტრაექტორიაზე დააყენა და ეს ტრაექტორია საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროატლანტიკურ გზას და ძირს უთხრის აშშ-საქართველოს ურთიერთობებს. ეს კანონპროექტი ჯერ ისევ განხილვაშია და მე არ ვაპირებ მეტი კომენტარი გავაკეთო ამ თემაზე იმის შესახებ, თუ რა კონკრეტული საპასუხო ნაბიჯები შეიძლება რომ გადავდგათ. ჩვენ არაერთხელ განვაცხადეთ იმის შესახებ თუ რამდენად სერიოზულად ვუყურებთ ამ საკითხს. გარწმუნეთ, რომ სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი დიდი ყურადღებით აკვირდება მოვლენებს, მაშინაც კი, როცა სამსახურებრივ მოგზაურობაშია, ეს ის საკითხია, რომლის შესახებაც ის განახლებულ ინფორმაციას რეგულარულად იღებს.” –

ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, მეთიუ მილერმა ბრიფინგზე განაცხადა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share