“მე იმ კაცის დედა …. ვინც პირველად რუსი აქო. არა რუსეთს”, – ამის შესახებ საქართველოს საფეხბურთო ნაკრების წევრი ჯაბა კანკავა Instagram-სთორიში წერს.
მანამდე ქართველი ხალხის მხარდამჭერი და რუსული კანონის საწინააღმდეგო პოსტი ნაკრების არაერთმა ფეხბურთელმა გამოაქვეყნა:
- “ვდგავარ იმ ახალგაზრდების გვერდით, ვინც თავიანთ ჯანმრთელობას საფრთხის ქვეშ აყენებენ საქართველოს მომავლისთვის. არა რუსეთს” | ბუდუ ზივზივაძე
- “გაიწვიეთ ეს კანონი და კვლავ ისევ ერთიანად გავაგრძელოთ ცხოვრება, როგორც 26 მარტს იყო!” | გიორგი ჩაკვეტაძე
- “არაფერია იმაზე მნიშვნელოვანი, ვიდრე ქვეყანა… დიდება და თავისუფლება საქართველოს და არა ძალადობას. არა რუსეთს!!” | გიორგი ქოჩორაშვილი
- რამდენი ადამიანიც ეს დღეებია რუსთაველის გამზირზეა გამოსული, ამდენივე და ალბათ მეტიც საქართველოს ევროპის ჩემპიონატზე გასვლას ზეიმობდა | მექვაბიშვილი
- არსებობს ზღვარი, რომლის იქითაც აზრს კარგავს ყველაფერი, დღეს ეს ზღვარი ჩვენი სამშობლოა. სწორედ ამიტომ, არა რუსეთს! | ქვილითაია.