აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩეველი, დერეკ შოლე, – რომელთან საუბარშიც გუშინ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ შეერთებული შტატები საქართველოში „რევოლუციის მოწყობის მხარდაჭერაში“ დაადანაშაულა, – აცხადებს, რომ „კვლავ არის დრო“.
„საქართველო გადაღუნვის წერტილშია. მრავალწლიანი პარტნიორობის შემდეგ, ვწუხვართ, რომ საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებები ახლა სასწორზე დევს. ჯერ კიდევ არის დრო, დაუბრუნდნენ იმ გზას, რომელიც ქართველ ხალხს სურს და იმსახურებს“, – წერს იგი ტვიტერზე.
ამ წარწერით აზიარებს დერეკ შოლე ჯეიმს (ჯიმ) ო’ბრაიენის – ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის – პოსტს.
ო’ბრაიენიც აცხადებს, რომ შეერთებული შტატები ქართველი ხალხის გვერდით დგას.