სასტიკად ნაცემი და ხეჩინაშვილის კლინიკაში მიმავალი დიმა ჩიქოვანი ამბობს, რომ თავს “ოცნების” ზონდერები მაშინ დაესხნენ, როცა საკუთარ სახლთან, სოლოლაკში მარტო იმყოფებოდა.
დიმა ჩიქოვანი ამბობს, რომ მსგავსი მეთოდებით ვერ შეაშინებენ და ეს ამ რეჟიმის დასასრულია.
”მარტო ვიმყოფებოდი, სახლთან სოლოლაკში. ყველას მინდა ვუთხრა, რომ ვერ მოგვერევიან. ესენი არიან მშიშრები. “ოცნების” ზონდერები დამესხნენ თავს.
კარგად ვარ, მაგრამ ეს არის ამ რეჟიმის დასასრული, ეს არის ბოლო. ვერ შეგვაშინებენ. ეს არის წარმოუდგენელი რამ. ყველა კარგად ვიქნებით და ქართული ოცნება დამთავრდება. რუსული რეჟიმი ჩვენს ქვეყანაში ვერ იარსებებს. “ოცნება” არის რუსული მეთოდით მომუშავე”, – ამბობს ჩიქოვანი.
დიმა ჩიქოვანი ამ დროისთვის უკვე ხეჩინაშვილის კლინიკაში გადაუდებელი დახმარების განყოფილებაშია მოთავსებული.