დიმიტრი ჩიქოვანს საკუთარ სახლთან თავს დაესხნენ

ნაციონალური მოძრაობის წევრს, დიმიტრი ჩიქოვანს საკუთარ სახლთან თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ.

“ეს რეჟიმი არის დასრულებული, ვერ შეგვაშინებენ, ვერ დაგვაჩოქებენ, ეს არაფერი არ არის, ეს არის მათი აღსასრული […] 

ეზოში მოხდა, ორი ადამიანი იყო ქუდებით ჩასაფრებული სადარბაზოს კარებთან და ყველაფერი მოხდა ძალიან უცებ. ქართული ოცნების მშიშარა ტიტუშკები ზუსტად 3 წუთში გაიქცნენ, როგორც გაიქცევიან ქვეყნიდან, ბოლოს ასე დამთავრდება. ეს არის რუსული რეჟიმი, ეს არის რუსული კანონი, ეს უკვე მოქმედებაშია და ვერაფერი შეაჩერებს ქართველ ხალხს”, – თქვა ჩიქოვანმა ფორმულას ეთერში.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share