“ორბორბლიანების მარშის ერთ-ერთ ორგანიზატორს თავს დაესხნენ და სცემეს” – ამის შესახებ ორბორბლიანების მარშის კიდევ ერთი ორგანიზატორი, გვანცა პერტია Facebook-ზე, ჯგუფში “დაიტოვე” წერს.
“მეგობრებო,
ჩვენს მეგობარს, ორბორბლიანების მარშის ერთ-ერთ ორგანიზატორს, დღეს თავს დაესხა 3 ნაძირალა. ცემეს, ტუჩი გაუხეთქეს და გაიქცნენ.
სანამ მივიდოდნენ, დაურეკეს ტელეფონზე, 15 წამი ხმას არ იღებდნენ და დაახლოებით 10 წუთში მივიდნენ ზუსტ ლოკაციაზე.
გთხოვთ, გაითვალისწინეთ, აღარ უპასუხოთ მაგინებლების ზარებს. სავარაუდოდ დარეკვით გებულობენ ზუსტ ადგილსამყოფელს და არ მივცეთ საშუალება იმის რომ მოგვადგნენ და გვცემონ.
ასევე, გთხოვთ, იქნებ იცოდეთ კომპანია, რომელიც წიწაკის სპრეებს თუ ვერ გვაჩუქებს მოგვყიდის მაინც შედარებით იაფად? ახლა ის დროა რომ ყველამ უნდა ვიზრუნოთ ჩვენს და ერთმანეთის უსაფრთხოებაზე.
არ გავჩერდეთ! ვერ შეგვაშინებენ!” – წერს პერტია.
შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ თავს დაესხნენ ნაციონალური მოძრაობის წევრს, დიმა ჩიქოვანსაც.