“დამემუქრნენ, ვიცი, რომ ჩემზეც იგივე იგეგმება და ჩელეს დაასწრეს, ეს გაუკეთეს და წარმოიდგინეთ რამხელა ოპტიმიზმი მაქვს იცით, როგორ ვგრძნობ, რომ მათ მოვუგებთ,” – ამ განცხადებას ცოტნე კობერიძე აკეთებს და თავდასხმების სერიას ეხმაურება.
კობერიძის თქმით, მოსახლეობა ამ თავდასხმებმა არ უნდა შეაშინოს.
”დამემუქრნენ, ვიცი, რომ ჩემზეც იგივე იგეგმება და ჩელეს დაასწრეს, ეს გაუკეთეს და წარმოიდგინეთ რამხელა ოპტიმიზმი მაქვს იცით, როგორ ვგრძნობ, რომ მათ მოვუგებთ, ზღაპრის ბოლო კეთილიაო – და ზღაპრის ბოლო კი არა, ამ ცხოვრების ბოლო იქნება კეთილი, ჩვენი თავები წარმოვიდგინოთ მთავარ პერსონაჟებად – იცოდეთ, რომ ახლა ისტორიის სწორ დროს სწორ მონაკვეთში ვართ და ასეთი შანსი მოგვეცა, რომ ჩვენი წვლილი შევიტანოთ, ამის დანებება და ამის დათმობა არ იქნება. ამ კვირების განმავლობაში ბიძინამ თავისი ხელით გამოიწრთო ის, რაც მაგათი განაჩენია,“ – ამბობს ცოტნე კობერიძე.